რონალდუს ღია წერილი

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს ღია წერილს, რომლითაც იგი მადრიდულ კლუბს დაემშვიდობა:

“ეს წლები, რომლებიც მე მადრიდში გავატარე, ჩემს ცხოვრებაში ალბათ საუკეთესოა.. კლუბის, ქალაქის და ქომაგების მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა გამაჩნია.

მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ციკლის დაწყების დრო დადგა.. სწორედ ამიტომაც მივმართე ხელმძღვანელობას ტრანსფერის თხოვნით. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგოთ..

ეს ფანტასტიური 9 წელიწადი იყო.. საოცარი პერიოდი, გუნდში რომელიც არნახულად მომთხოვნია, თუმცა არასოდეს დავივიწყებ როგორ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა აქ ფეხბურთის თამაში.

განსაკუთრებული პარტნიორების და ერთგული ფანების გვერდით ყოფნა არის ოცნება, რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებს.. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მქონდა ვიდრე წარმოგიდგენიათ.. ჩვენ ერთად სამი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოვიპოვეთ.. ოთხი ჩემპიონატი 5 წელიწადში! ინდივიდუალურ დონეზეც ყველაფერი იდეალურად იყო.. ოთხი ოქროს ბურთი და სამი ოქროს ბუცი..

რეალმა ჩემი და ჩემი ოჯახის გული დაიპყრო.. შესაბამისად, მადლობას ვუხდი კლუბს, პრეზიდენტს, დირექტორებს და აბსოლუტურად ყველას!

ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი.. თუმცა, გარწმუნებთ სადაც არ უნდა ვიყო, ეს მაისური და ლოგო მუდამ ჩემში იქნება.

დიდი მადლობა ყველას და როგორც 9 წლის წინ, პირველი შეხვედრისას გითხარით ჰალა მადრიდ!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .