იუვენტუსი არგენტინელების თაობაზე წინადადებებს ღებულობს

კრიშტიანო რონალდუს შემდეგ ბიანკონერი გაყიდვებსაც დაუთმობს დროს:

ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შანსი ვინც წინა ხაზიდან იუვეს რიგებს დატოვებს, არის გონსალო იგუაინი..

ჩელსი მალე სარის ოფიციალურად წარადგენს, რომელსაც სიაში რუგანი და იგუაინი ჰყავს.. უკვე გუშინვე გამოქვეყნდა, რომ ჩელსი იუვეს რუგანის ტრანსფერზე შეუთანხმდა.. ახლა ჯერი როგორც ჩანს პიპიტაზეა..

გონსალოს იუვე 60 მილიონად აფასებს და არისტოკრატები არ აპირებენ უკან დახევს.. მათთვის აღნიშნული თანხა, როგორც ჩანს მისაღებია..

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლივერპული მზად არის პაულო დიბალას სანაცვლოდ 90 მილიონი გადაიხადოს. პოლ ბარჯიჯის მტკიცებით, რომელიც სპორტმედისეტის წამყვანია, იუვენტუსი არ აპირებს საკუთარ 10-იანთან მინიმუმ ერთი სეზონით დამშვიდობებას.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იუვე შეიძლება დიბალას გასხვისებაზე დაფიქრდეს, იქნება თავად დიბალას სურვილი გუნდიდან წასვლის თაობაზე.. თუმცა, გუშინ არგენტინელი რონალდუს იუვეში გადმოსვლას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და წარმატებები უსურვა..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ამ ბიჭის გაშვება არ შეიძლება

  2. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    ლიმ ვერ დაფარავა 32 მილიონიანი დავალიანება და საინვესტიციო ჯგუფ “ელიოტის” ხელში გადავიდა მილანი ) ხზ ახლა რა მოხდება მანდ ))

  3. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    მილანი 200 მილიონად გაიყიდაო :blin: ნეიმარი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მილანი :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »