კანსელო:”ლიგისთვის ყველანი ვიბრძოლებთ”

დღეს, ჟურნალისტების წინაშე ჟოაო კანსელო წარსდგა, რომელიც ბედნიერია ახალი შესაძლებლობით:

“პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თითოეული მოთამაშისთვის რონალდუს გვერდით თამაში, არის დიდი ბედნიერება.. იგი ნებისმიერ გუნდს აუმაღლეს სათამაშო დონეს.

იმედი მაქვს, ჩვენ გამარჯვებებს ერთად მოვიპოვებთ! მოხარული ვარ, რომ მან არჩევანი სწორედ იუვეზე შეაჩერა.. უშუალოდ კლუბზე კი რა უნდა ითქვას.. ბიანკონერი დომინირებს კალჩოში და იმედი მაქვს, მსგავს სტილში იქნება ევროპაშიც..

ჩემპიონთა ლიგა? აუცილებლობად მის მოპოვებაში არ არის.. აუცილებლობელია მისთვის ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავიღოთ.. ჩემპიონთა ლიგის გათამაშება არის ტურნირი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ევროპის საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ.. იუვენტუსი კი უდაოდ მათ რიცხვში შედის.

ფაქტია, რომ გუნდს ყველა ის საჭირო ელემენტი აქვს, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგას და სანუკვარ ჯილდოს დაეუფლოს. დიახ, ეს ლიგა ჩვენი მიზანია და რონალდუსთან ერთად იუვე მეტად უფრო მრისხანე გახდა.. მაგრამ საქმეს ისე არ უნდა შევხედოთ, თითქოს ამ ტურნირის გარდა სხვა მიზნები მნიშვნელოვანი არ არის..

ინტერზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან სწორედ მათ მომცეს საშუალება გამომეცადა საკუთარი თავი იტალიურ ლიგაში.. სწორედ ნერიაძურის რიგებში დავიხვეწე უკანა ხაზში საიმედო ასპარეზობის კუთხით.. იმედი მაქვს პროგრესს არც იუვეში შევწყვეტ.. გუნდში, რომელმაც ჩემს შესაძენად ყველაფერი იღონა..

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერის არ გამომისყიდდა.. ხოლო იუვე მუდამ იჩენდა ინტერესს და საბოლოოდ სწორედ აქ მსურდა კარიერის გაგრძელება!

იუვეს მოთამაშეები? დიბალა, კოშტა, იგუაინი საოცრად ირჯებოდნენ.. კიელინის სახით ტურინს განსაკუთრებული უკანახაზელი ჰყავს, ხოლო ალექს სანდრო დიდებულად შემხვდა.. უკანასკნელი დღეების მანძილზე სწორედ იგი მეხმარებოდა აქაურ გარემოსთან ადაპტაციაში. მალე რონალდუ და კოშტაც მოვლენ, რომლებიც ამ პროცეს უფრო სასიამოვნოს გახდიან”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

24 კომენტარი

  1. ნიკო says:

    სალამი მეგობრებო გილოცავთ რონალდუს შეძენას საოცარი ტრანსფერია და რათქმაუნდა როგორც მადრიდისტას მეწყინა, თუმცა ერთს გთხოვთ მადრიდისტებზე იმ ღლაპებით ნუ იმსჯელებთ რომლებიც ჰალაზე წერენ **ეობა კომენტარებს, მათ არ უნახავთ ის წუმპე საიდანაც რონალდომ ამოათრია რეალი, არასდროს უნახავთ როგორ აგდებდა ლიონი ლიგის მერვედფინალებიდან და ამიტომაც აგინებენ, მაი უმრავლესობა შეიძლება 2014-15-16-17 წლამდე ბარსას ფანიც კი იყო და რეალმა რო ლიგები დადო ზედიზედ ეხლა იქცა მადრიდისტად. მადლობა და წარმატებები რონალდუს, წარმატებები იუვეს მაგრად გამისწორდება ამ წელს თუ ლიგას დადებს(ამით კიდე ერთხელ დამტკიცდება რომ რონალდუ მესიზე მაღლა დგას). ფორზაჯუვე! ჰალა მადრიდ!

  2. VIKING VIKING says:

    იუვე მიღწეულზე არ ჩერდება და ყველა რგოლის უმაღლეს დონეზე დაკომპლექტება აქვს განზრახული. უპირველესი ამოცანა ნახევარდაცვის მაქსიმალურად ხარისხიანად შევსებაა. მილინკოვიჩ-სავიჩზე იუვე ბოლო შეტევას ამზადებს, ლაციოს რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს და იუვეს შეუძლია საინტერესო ვარიანტები შესთავაზოს, მათ შორის სახელდება მანჯუკიჩის და კუადრადოს გაცვლის ვარიანტიც… მეორე ვარიანტად პოგბას დაბრუნებას განიხილავენ, იუვე აპირებს სანდროს პლუს 60 მილიონი შესთავაზოს მანჩესტერს…

  3. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    როდის იყო ინგლისელს ესპანეთში რაიმესთვის მიუღწევია ) ახლა მაკნანამანი არ დამითაგოთ )))

  4. khvichia khvichia says:

    მარსელოზე არანაკლებს ითამაშებს სანდრო და დიდი ენთუზიაზმით არ ვარ მარსელოს მოყვანის, რეალის ვარკსვლავები კი კარგია, მაგრამ ჩვენც უნდა შევქმნათ ჩვენები ..

  5. ანონიმური says:

    juveshi ronaldo movida da zogs es ar moewona laparaki juves fanebze maqvs.kaci chempionia,msoplio pexburtis istoria gadawera xel tavidan tavisi tamashit.ramdeni komentari wamikitxavs,rom xelmdzgvanelobas akritikebdnen chamowerili pexburtelebi moyavto da Ronaldo tu vinmes chamowerili gonia aravis ar vayeneb sheurawyopas magram pexburtis azrze ar aris.shedit halamadridze da naxet ra dgeshi arian.yvela erti ori wlit kide itxovda mis darchenas da aravis ar egona rom martla wavidoda da mere sad juveshi,romelic barsas mere meore gundia romelsac ver itanen.da ra dgit agineben.es igivea rom exla chven buffoons vaginot yovelive imis mere rac gundistvis gaaketes ertmac da meoremac.xelmdzgvanelobam kide amxela transperi gacharxa da zogiertebi kide ukmayopilebas gamoxataven.sircxvilia prosto.

  6. Royal Madrid, says:

    ლიგა ჩვენია კიდევ 2 წელი შემდგომში გქონდეთ ჰალა მადრიდ !!!

  7. ანონიმური says:

    გილოცავთ იუვენტინოებო ამ შესანიშნავ ტრანსფერს რონალდუს სახით. იმედია ყველამხრივ წაგვადგება როგორც მარკეტინგული ისე სპორტული თვალსაზრისით. ძლივს მომეცა საშუალება დამეწერა კომენტარი ავტორიზაციის გარეშე რადგან ვერანაირად ვერ ვრეგისტრირდებოდი :forza:

  8. juve-10 juve-10 says:

    არ მომწონს ეს ფორმა რაა. ზედმეტად თეთრია)

  9. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ამათ ხომ არ აჟრჟიალებთ პადოინის ფორმა რა პონტში მისცეს :chuvak: :chuvak: :chuvak:

  10. ტრიდე says:

    ააბა შენ იცი როგორ ითამაშებ წარმატებები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .