ალეგრი:”იუვეს მიმართ განსაკუთრებული ემოცია მაქვს”

მაქს ალეგრი ნასიამოვნებია მადრიდელთა ინტერესით, თუმცა როგორც თავად ამბობს ახლა იუვენტუსსზეა კონცენტრირებული:

“მადრიდელებს უარი იმ მოტივით ვუთხარი, რომ ანიელის მიმართ ვალდებულებები გამაჩნია.

ყველაფერთან ერთად, იუვენტუსს საოცარ დიდ პატივს ვცემ და სწორედ ამის გამო ვუთხარი უარი, მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბს, სადაც მუშაობას ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა.

დიახ, ეს წინადადება უდაოდ საინტერესო იყო, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება.

დელ პიეროს და ბუფონის დონის სიმბოლო ვარ იუვესთვის? ნამდვილად არ მინდა ასეთი ლეგენდების გვერდით, რომ ოდესმე ვინმემ დამაყენოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იუვენტუსის ისტორიას ათეული წლების მანძილზე წერდნენ.. მე კი აქ მხოლოდ მეოთხე წელია რაც ვიმყოფები”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დღესდღეობით, ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია კლოპთან ერთად..თამაშობს იმ ფეხბურთს რაც გუნდს შედეგს მოიტანს!

  2. ანონიმური says:

    როგორც მაურინიოა ხორცმეტივით მანჩესტერში,ისეა ალეგრი იუვენტუსში. ეგ შეიძლება მოიყვანო როცა კლუბი მაგრადაა წინ და უჭირს დაცვაში. 4 წელი კლუბს ერთი გააზრებული კომბინაცია არ ეთამაშოს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან პირველად ვნახე

  3. ანონიმური says:

    Araba

    ალეგრის დაცვითი სტილი პრაგმატულია, მაგრამ ამ სტილს ნამეტან ბევრი რამ ეწირება, გულშემატკივრების ნერვებს თუ არ ჩავთვლით, კიდევ ფეხბურთელების შემტევი ხასიათი. ტიპები იმდენს ფიქრობენ დაცვაზე, თავდასხმა მეორე პლანზეა გადაწეული და ბოლოს დამარცხების გოლი გაგვდის მაინც,აზრი? 1 და 2 თამაში შეიძლება მოიყვანოს ვინმემ, მარა 4 წელს გადახედეთ მანამდე.ალეგრი კარგი იქნება კატლეტებისთვი არაა ეგ იუვეს ტიპის ტრენერი.

  4. mishoo0 says:

    ალეგრის კრიტიკას აქ არ ვიწყებ . მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იუვეს დიდ პატივს ვცემო, ქვეცნობიერად თავისივე გუნდს რეალის დონეზე არ აყენებს (რეალზე იძახის მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბიო და არა მაგალითად ერთ-ერთი უდიდესიო. იმედია თარგმანი არაა მთლად ზუსტი და რეალურად ცოთა სხვანაირად თქვა) :roll: :roll: :roll:

    • ანონიმური says:

      რეალი რო ნ1 გუნდია მაგას რათუნდა მაქსის აღიარება, დაჟე ბარსას ფანები გმაღიარებენ რო საკლუბო საზომი ჯერ რეალი და მერე სხვა დანარამჩენიო.

  5. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    საფრანგეთმა მსოფლიო იუვეს სტილში მოიგო და ლივერივით რომ ეთამაშა და ცხენივით ერბინა მბაპეს მოიგებდნენ კი?

  6. ანონიმური says:

    წელს ლიგა თუ დადო ალეგრიმ ისტორიაში შევა იუვესი მაგარი სტარი ტრენერია 3-4 ში შედის ტიპი დღესდღეობით :up:

  7. Vega Vega says:

    რის გამო უთხრა უარი ეს ძნელი გასაგებია.

  8. VIKING VIKING says:

    მაქსი უმაღლესი დონის სპეციალისტი რო არ იყოს, არც პერესი მიიწვევდა და არც ანიელი დატოვებდა.

  9. delpiero delpiero says:

    გამარჯობათ იუვენტინებო, იშვიათად ვწერ კომენტარს (არც მე არ მომწონს ხანდახან ჩმორულ თამაშს რო აირჩევს 1-0 და ასე შემდეგ :D ) მაგრამ ისე მე მგონი მართლა მაგარი ალენატორე გვყავს და ჩვენ რაც გამოვიარეთ ის ორი მე-7 ადგილი და ამდენი ტრენერების შეცვლა მაქსის ხელში სტაბილურობის შეგრძნება მაქვს რატო არ ვიცი, :juvee: :juvee:

  10. Khvichia says:

    იმედია თარგმნის ხარვეზია და მართლა ისე არ გამოუვიდა რომ ნამდვილად არ მინდა აქ დელპიეროსავით ათეულობით წელი დავრჩეო

  11. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ახლა არავინ დაწეროს რა მაქსის კრიტიკა და გინება.უბრალოდ პატივი ვცეთ ჩვენი გუნდის მწვრთნელს მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »