ბონუჩი:”ბედნიერი ვარ შინ დაბრუნებით”

ლეონარდო ბონუჩი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა:

“ყველაფერი ავწონ დავწონე და მივხვდი, რომ იუვენტუსი ჩემთვის ყველაფერია! ეს არის ჩემი ოჯახი, რომლის დატოვება მოხდა ემოციური ფონის ნიადაგზე.. გარკვეულ ეტაპზე თავი უსარგებლო ნივთად ვიგრძენი..

ჩვენ ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და ყველაფერი კარგად ავწონ დავწონეთ.. გასული წლის მანძილზე მხარეები ერთმანეთს არაერთხელ შევხვდით.. იყო არაერთი შეთავაზება, თუმცა შინ დაბრუნების შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი.. მომავალში აქედან წასვლაზე უკვე აღარასოდეს აღარ დავფიქრდები.

ალეგრი? მას ლონდონში მწვრთნელთა დაჯილდოებაზე შევხვდი და ტიტული მივულოცე.. ყველაფერი წარსულში დარჩა.. ალეგრისთან მუშაობისას ავიმაღლე ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელმაც მაღალ დონეზე თამაშის სტაბილურობა შემძინა.

ჩემი პასუხი მოედანზე გამოჩნდება.. ვიღებ სტვენას ოპონენტი ფანებისგან, მაგრამ ცეცხლით მავსებს საკუთარი ტიფოზერიიდან წამოსული აგრესია.. შედეგად ვიბრძოლებ, რათა სტვენა აპლოდისმენტებში გადავიტანო.

სავსე ვარ ენთუზიაზმით და მსურს ყველაფერი თავიდან დავიწყო.. წამი, როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავემშვიდობეთ უკან დარჩა.. მაშინაც კი ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო დასასრული და რომ აქ კიდევ დავბრუნდებოდი!

იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ – სამმა მხარემ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება – მილანმა, იუვენტუსმა და თავად ფეხბურთელმა.. მსურდა გამარჯვებები და ვფიქრობ, ყველაფერი სწორად განვითარდა!

გატანილი გოლის აღნიშვნვა? ფაქტია, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მისი აღნიშვნა ხშირად არ მიწევს.. ამასთან ერთად, როდესაც შენ მოედანზე კონკრეტული მაისურით გამოდიხარ, სწორედ მის ინტერესებს იცავ.. მე კი პროფესიონალი ვარ..

ამ წამიდან იუვენტუსის მაისურს ისევ დავიცავ.. გუნდისას, სადაც გამარჯვების გარდა მნიშვნელოვანი არაფერია!”

და მაინც მილანი? ყველამ კარგად იცით თუ რა პროექტი ჰქონდა გუნდს.. მათ ესაჭიროებოდათ გადატვირთვა და კაპიტნის სამკლაურიც ამის გამო მომცეს..

რონალდუსთან ერთად უფრო ძლიერები ვართ? მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შენი თანაგუნდელი, რომ ხდება ბუნებრივია კიდევ უფრო ამბიციური ხდები..

გატუზო? ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელიც სამწვრთნელოსთან ერთად, გამორჩეული ადამიანური თვისებებით არის დაჯილდოებული.. შინ, 1 წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ უფრო ამაღლებული თვისებებით ვბრუნდები..

ჩემი სტატუსები სოც ქსელებში? მისმინეთ.. მე დაბადებიდან იუვენტინო ვარ.. ყველაფერს ვიზავ, რომ სიტუაცია ჩემთან მიმართებაში შეიცვალოს, რადგან პირადად მე ვგრძნობ, რომ ოჯახში დავბრუნდი..”

ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, პორტოს წინააღმდეგ ბარის სკამზე ყოფნა? მოდით ამ უაზრო ისტორიას წერტილი დავუსვათ.. ადგილი მქონდა, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ მერჩივნა ასე მჯდომს მედევნებინა მატჩისთვის თვალყური”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    Arada italieli mcvelebidan yvelaze dzaan es mesimpatiureba

  2. მახო.ჯუვე01 says:

    ადრე ერთი მასტი მუშაობდა ზესტაფონის პროკურატურაში,მეტსახელად
    პროჭიკოს ეძახდნენ…

  3. ანონიმური says:

    დაბადებიდან იუვენტინოა სისხლით და ხორცით სიმონ

  4. ანონიმური says:

    Kaldara jristianos transpers sheewira tore ar gaushvebdnen eseni ubralod kaldara momavlis pegburtelia da bonuchi exlaa magari da kristianostan ertad liga dzaan realuria (ase xedavs dzaan bevri) tore ar gayididnen

  5. ანონიმური says:

    რა ნომრით ითამაშებს ვინმემ ხომ არ იცით?

  6. Juvee○● says:

    ატრაკუნა კაცი ხარ ლეო

  7. ანონიმური says:

    araferi sabodisho ar aq .. emociur fonze miigo orive mxarem gadawtvetileba da makeve inanes ..kaci ambobs tavi usargeblo nivtad vigrzenio. xoda eg xo xelmzgvanelobis bralic aris .. mokled orive mxarem emociurad miigo gadawyvetileba . kargia ro gamoaswores eg ambavi da bonuchi dabrubda saxlshi

  8. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    სტურარიე სპორტინგში გადავიდა, აჩვენებს კლასს პორტუგალიელებს :chuvak:

  9. ტრიდე says:

    ბოდიში თამაშით მაინც მოიხადე და შეიძლება ისევ შეგიყვაროთ იუვეს ბალეშიკებმა

  10. შოთიკო says:

    წარმატებებს ვუსურვებ რათქმაუნდა, ლიჟბი გუნდს გამოადგეს, მაგრამ ისე აღარ ვაფასებ როგორც მილანში გადასვლამდე…

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »