ლეგენდები:”ჯანლუკა ვიალი”

ჯანლუკა ვიალი – იტალიელი ფორვარდი, რომელსაც არცთუ რბილი ხასიათი ჰქონდა, თუმცა უდაოდ იყო გამორჩეული ფიგურა სრულიად იტალიური საფეხბურთო სამყაროსთვის:

ვიალი 1964 წლის 9 ივლისს მოკრძალებულ კრემონეში დაიბადა, სადაც დაიწყო კიდევაც საკუთარი საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმა..

კრემონეზეში პირველივე პროფესიონალურ სეზონში 10 გოლის გატანის შემდეგ, მას სამპდორიას მესვეურები დაუკავშირდნენ.. გენუელებმა ჯერ კიდევ მოზარდ ჯანლუკაში დიდი ფორვარდის თვისებები დაინახეს და ბუნებრივია სანამ სხვა გრანდები ჩაერთვებოდნენ საქმეში უმალვე გადაწყვიტეს მისი გაფორმება..

შეიძლება ითქვას, რომ სამპას ეს ნაბიჯი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან კლუბმა სწორედ ვიალისთან და ბუნებრივია მანჩინისთან ერთად საოცარ შედეგებს მიაღწია.. რობერტოსთან ერთად ჯანლუკამ მომაკვდინებელი დუეტი შექმნა, რომელსაც იტალიელებმა “ტყუბი გოლები” შეარქვეს..

1990-91 წლებში კლუბმა ისტორიის მანძილზე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სკუდეტო გაიფორმა.. საგულისხმოა, რომ სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი 19 გატანილი ბურთით სწორედ ჯანლუკა გახდა.. საქმეები არც ევროპულ არენაზე მიდიოდა ცუდად.. ცუდად კი არა 1990 წელს სამპამ უეფას თასის ფინალში ისევ და ისევ ჩვენი დღევანდელი გმირის ორი გატანილი გოლით ანდერლეხტი გააკრა ბეჭებზე..

ახლოს იყვნენ კიდევ ერთ ისტორიულ შედეგთან, როდესაც ჩემპიონთა თასის ფინალში 1992 წელს ბარსელონას დაუპირისპირდნენ.. რომ არა კუმანის რაღაც ფანტასტიკური სამყაროდან წამოღებული გოლი, ვინ იცის იმ შეხვედრაში რა მოხდებოდა.. მითუმეტეს გამოუცდელი სამპა საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებოდა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ..

დგება დრო, როდესაც ვიალის ცხოვრებაში საკლუბო დონეზე ცვლილებები უნდა მოხდეს.. თუმცა, მოდით ვნახოთ რა ხდებოდა სანაკრებო ასპარეზზე..

აძურიში მისი დებიუტი სამპაში ყოფნისას 1985 წელს შედგა.. პირველი გოლი ევროპის 1988 წლის საკვალიფიკაციოს დროს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ 1986 წელს გაიტანა. საგულისხმოა, რომ ჯანლუკა 1986 წლის მუნდიალის განაცხადში შეიყვანეს..

1988 წელს ფორვარდი მონაწილეობას ღებულობს ევროპის ჩემპიონატზე და სწორედ მისი გატანილი ერთადერთი გოლით იტალია ესპანეთს ამარცხებს.. თუმცა, სამომავლოდ დიდი წარმატება აძურის ამ წელს არ დაუფიქსირებია..

აი 1990 წლის მუნდიალზე, რომელიც იტალიაში გაიმართა ჯანლუკა უკვე მოწინავე პოზიციებზე უნდა ყოფილიყო.. გოლი მან პირველსავე შეხვედრაში გაუტანა ავსტრიას, მაგრამ უკვე მომდევნოში შტატების წინააღმდეგ 11-იანიდან ბურთი ძელს მოარტყა..

ტრავმამ და არასასურველმა ფორმამ, მწვრთნელი აიძულა მისი ადგილი რობერტო ბაჯოს და ტოტო სკილაჩის დაეკავებინა.. თუმცა, 1/2 ფინალში არგენტინელების წინააღმდეგ იგი ყველასთვის მოულოდნელად, სწორედ ბაჯოს ნაცვლად ჩნდება მინდორზე შეხვედრის მიმდინარეობისას..

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვიალიმ საკუთარი ბოლო მატჩი ნაკრებში ისევ და ისევ მალტის ნაკრებთან ითამაშა და გოლიც გაიტანა.. მწვრთნელთან არსებული აზრთდა სხვადასხვაობის გამო იგი არ შეიყვანეს 94 წლის სამუნდიალო განაცხადში..

როდესაც ვიალისთვის ცნობილი გახდა, რომ ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და იტალია დაუპირისპირდებოდნენ, მან მოურიდებლად განაცხადა, რომ სელესაოს უქომაგებდა.. საბოლოო ჯამში შესაძლოა სწორედ ვიალი დააკლდა ნაკრებს, რომლისთვისაც ტრავმირებული რობერტო ბაჯო მარტო ფინალში ვერაფერს გახდა..

კარგით, ახლა გადავერთოთ ისევ საკლუბო პერიპეტიებზე, სადაც ახლოვდებოდა ჟამი როდესაც ფეხბურთელს ახალი გამოწვევა უნდა მიეღო.. ეს ახალი გამოწვევა ტურინის “იუვენტუსი” იყო..

მაშინდელი პარამეტრებით რეკორდული თანხა გაიღო ბებერმა ქალბატონმა ვიალის სანაცვლოდ.. საუბარი 12 მილიონ ფუნტს ეხება და იგი პირველსავე სეზონში ამტკიცებს საკუთარ საჭიროებას. ბიანკონერი უეფას თასსზე წარმატებით ასპარეზობს და საბოლოო ჯამში თასსაც ეუფლება, სადაც ვიალის წვლილი საკმაოდ დიდია.

1995 წელს ბიანკონერი სკუდეტოს ეუფლება, ხოლო ფორვარდი თავს 16 გატანილი გოლით გვამახსოვრებს.. თუმცა, ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი მის კარიერაში იყო სტადიო ოლიმპიკოზე განვითარებული მოვლენები.. სწორედ, მაშინ იუვენტუსი ისტორიაში მეორედ ეუფლება ჩემპიონთა ლიგის თასს! ვიალი იმ ერთ-ერთაგანია ვინც ეს ჯილდო იუვენტუსის მაისურით აღმართა და უნდა ითქვას, მათ შემდეგ ასეთი ბედნიერება ჯერ არცერთ იუვენტინოს არ ხვდა წილად..

აიაქსთან გამარჯვების შემდეგ ვიალიმ გადაწყვიტა, რომ იუვეში ჩატარებული 102 მატჩისა და გატანილი 30 გოლის შემდეგ, უმჯობესია კარიერა სხვა კლუბში განაგრძოს.. ეს კლუბი ლონდონის ჩელსია..

რუუდ გულიტს ძალიან სურდა მისი გაფორმება, თუმცა მალევე მხარეებს შორის მცირე უთანხმოება მოხდა რის გამოც იტალიელი იშვიათად ჩნდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.. მეორეს მხრივ აპენინელი მუდამ მაქსიმუმს იღებდა და გუნდმა მისი დახმარებით პირველსავე სეზონში ინგლისის თასი მოიპოვა.

1998 წელს გულიტი თანამდებობიდან დაითხოვეს, ხოლო გუნდის დროებით თავკაცად არც მეტი არც ნაკლები ვიალი დანიშნეს, რომელიც მოთამაშე მწვრთვნელის როლში მოგვევლინა..

საგულისხმოა, რომ როდესაც ვიალიმ გუნდი ჩაიბარა ლონდონელები უკვე იმყოფებოდნენ ინგლისის ლიგის 1/2 ფინალში და თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალში. ბრიტანელებმა ორივე ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ორივე თასი აღმართეს.

მომდევნო სეზონში უეფას სუპერ თასისთვს ბრძოლაში, ინგლისელებმა მადრიდის რეალი 1-0 დაამარცხეს.. ხოლო პრემიერ ლიგა მესამე ადგილზე დაასრულეს, ჩამორჩნენ რა ჩემპიონ იუნაიტედს სულ რაღაც 4 ქულით. ეს იყო გუნდის ისტორიაში 1970 წლიდან მოყოლებული საუკეთესო შედეგი იმ პერიოდისთვის.

უკანასკნელი მატჩი ვიალიმ დერბი ქაუნთის წინააღმდეგ ჩაატარა.. შეცვლაზე შესულმა გოლის გატანაც მოახერხა, რითაც უამრავი ინგლისელი თვალ ცრემლიანი დატოვა, რადგან ლეგენდარულ იტალიელს ემშვიდობებოდა.. საბოლოო ჯამში მან 83 შეხვედრაში 40-ჯერ მოახერხა გოლის გატანა არისტოკრატთა რიგებში..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    სამწუხაროდ მისი თამაში არ მახსოვს,ჩანაწერებიდან რაც მაქვს ნანახი,სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ ფორვარდს იუვეში

  2. ტრიდე says:

    მართლა ერთერთი საუკეთესო იყო

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »