კუადრადო:”ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა ჩვენი მთავარი მიზანია”

ხუან კუადრადო კმაყოფილია გუნდის მიერ მიღწეული სამი სასტარტო გამარჯვებით:

“მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და კარგად გავითავისოთ, რაოდენ ძლიერი გუნდი გვყავს. საწყის ეტაპზე, აუცილებელი იყო ქულათა მაქსიმუმი დაგვეგროვებინა, რასაც თავი იდეალურად გავართვით.

გამარჯვება ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს.. შესაბამისად თითოეულ ტურნირზე და განსაკუთრებულად ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლომდე გვსურს გასვლა! ეს ტურნირი ჩვენი მთავარი სამიზნეა..

რონალდუ? ფენომენალური ფეხბურთელი და დიდებული პიროვნებაა.. საუბარი, რომ მას კალჩოში ძალიან უჭირს და გოლებს ვერ გაიტანს არის სასაცილო და მეტი არაფერი..

როდესაც პორტუგალიელი გახსნის ანგარიშს, მას უმალვე მოყვება გოლების წვიმა.. იგი სუპერ ბომბარდირია, რომელსაც სირთულეები არ აშინებს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ტრიდე says:

    ხოდა მოიგებთ კიდევაც მთავარია ყველას გჯეროდეთ ითმაშეთ იმ განყობით რო სულ გახსოვდეთ 5 პენალიდან ხუთივე არ ფუჭდება 1 პინალი ლიგას მაინც მოიტანს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »