ტუტოსპორტის ინტერვიუ ანდრეა პირლოსთან

ტუტოსპორტის ჟურნალისტი ანდრეა პირლოს შეხვდა და იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა:

ამ ეტაპზე ტუტოსპორტი გვთავაზობს პირლოსთან ჩაწერილი ინტერვიუს არასრულ ვერსიას.. როგორც კი გამოქვეყნდება სრული ვერსია, მას უცვლელად შემოგთავაზებთ..

წარმოიდგენდით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კლუბი რონალდუს გაიფორმებდა?

“მისვლისთანავე მივხვდი, რაოდენ ამბიციურები არიან.. ახალი სტადიონი, ახალი გეგმები.. მათ დაუყონებლივ სურდათ გამარჯვებების გზაზე დაბრუნება..

იუვენტუსში საოცარი პროფესიონალები მუშაობენ და მათმა პროექტმა ვფიქრობ წარმატებით იმუშავა.. როდესაც შენ იმარჯვებ, ბუნებრივია გსურს ამ პოზიტიური გზის გაგრძელება..

შესაბამისად, გასაკვირი ამ ტრანსფერში არაფერია.. 4 წელი ყველაფერს შიგნიდან ვუყურებდი და ვხვდებოდი, თუ რას უმიზნებდნენ იუვენტუსის მესვეურები..”

ვინ იქნება რონალდუს საუკეთესო პარტნიორი? მანჯუკიჩი, დიბალა, ორივე თუ დუგლას კოშტა?

“არ ვიცი რამდენად მოსწონს ეულად ყოფნა ცენტრალური თავდამსხმელის ზონაში.. ჩემი გადმოსახედიდან, იგი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ცენტრში იწყებს გადანაცვლებას..

ბუნებრივია ამ ტაქტიკური ნიუანსების გათვალისწინებით, მისთვის იდეალური პარტნიორი მანჯუკიჩი იქნება..”

გამოდის დიბალა გუნდისთვის ზედმეტი ხდება, ხომ?

“არაფრის დიდებით.. სეზონი გრძელია და იუვენტუსს არაერთი მძიმე გამოწვევა ელის. ყველაფერთან ერთად ჩვენ ფენომენალურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც საოცარი თვისებებით არის დაჯილდოებული.

დარწმუნებული ვარ დიბალა მაქსიმუმს იზამს, რომ მოედანზე რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს.. ვფიქრობ, მას მტკიცე ხასიათი აქვს.. სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდე.. პირიქით, მეორე დღეს უფრო მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე!

დიბალას სათამაშო დონე კითხვებს არ იწვევს.. იგი უმაღლესი დონის შემსრულებელია.. უბრალოდ დგება დრო, როდესაც შენ საკუთარ თავთან უნდა გაარკვიო ყველაფერი და განაგრძო მოძრაობა წინ.. ასე იბადებიან გამორჩეული პროფესიონალები..”

მორიგი დიდი დაბრუნება შესაძლოა პოლ პოგბა იყოს.. რას იტყვით ამაზე?

“სიმართლე გითხრათ საერთოდ არ გამკვირვებია ეს ამბავი. იუვენტუსის მიზანი ყველასთვის ნათელია.. შესაბამისად ისინი ახლა მხოლოდ საუკეთესოს ეძებენ და პოგბა უდაოდ შედის მათ რიცხვში”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    პირლოოოო :love: :love: :italy: :italy: :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »