ტონი რონალდუზე, იგუაინზე, იკარდიზე..

ლუკა ტონი საინტერესო თემებზე საუბრობს, რომელიც ბუნებრივია სერია ა-ში მიმდინარე საფეხბურთო სეზონს ეხება:

თქვენს ადგილზე მე საერთოდ არ ვინერვიულებდი ამ სათამაშზე.. რონალდუც, იკარდიც და იგუაინიც შევლენ იდეალურ კონდიციებში, რის შემდეგაც ყველას დაავიწყდება ეს პერიოდი.

გაიტანს თუ არა პორტუგალიელი 40 გოლს? იტალიაში ამის განხორციელება უდაოდ რთულია, მაგრამ პირობას გაძლევთ კრიშტიანო ბევრს გაიტანს.. მას ახლა მხოლოდ მცირე იღბალი ესაჭიროება და შესაძლოა ტაქტიკური ადაპტაცია..

იუვენტუსი მაინც იმარჯვებს და წარმოიდგინეთ, როდესაც რონალდუს მშრალი სერია დასრულდება, მერე რა მოხდება.. იგი ორივე ფეხით, თავით – ნებისმიერი მეტოქისთვის შიშის მომგვრელი გახდება..

ვისთან ერთად უფრო ეფექტურად იასპარეზებს? მანჯუკიჩთან ერთად მშვენივრად ირჯება, თუმცა დიბალას ჩამოწერაც არ შეიძლება.. მეღიმება, როდესაც ამბობენ რომ დიბალა გუნდისთვის უფრო მეტად პრობლემაა ვიდრე დახმარება.. არგენტინელს განსაკუთრებული თვისებები აქვს, რითაც შეუძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა ნებისმიერ წამს..

აი რაც შეეება იგუაინს.. მისთვის იდეალური სქემა 4-3-3-ია.. სწორედ ამ მოდულში ირჯებოდა ნაპოლიში ყოფნისას და რამდენი გოლი გაიტანა თავადაც კარგად გემახსოვრებათ.

ვფიქრობ, ახლა უფრო მეტის გაღება მოუწევს მილანისთვის, თუმცა მეორეს მხრივ მისთვის ეს ახლა იდეალური კლუბია.. როსონერის რიგებში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, მაგრამ იმავე იუვენტუსს სერიოზულად ჩამორჩებიან.

იკარდი? დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელიც მოედანზე მუდამ ეძებს გზას, თუ რითი შეცვალოს თამაშის სცენარი.

იმობილეს გამოვარჩევდი, რომელსაც წლევანდელ სეზონში ლუის ალბერტოს და მილინკოვიჩ-სავიჩის დახმარების იმედი ჰქონდეს..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    სულ 3 თამაში ჩატარდა და დიბალას სათადარიგოთ განიხილავთ? სასაცილოა, ბერნა კი ძალიან ძლიერია და შეუძლია მოედნის ცენტრში თამაშიც. საერთოდაც იუვემ მოიგოს და თუ გინდ იგლი ტარემ ითამაშოს

  2. ლექსო ანთია says:

    მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია მანჯუკიჩით მაგრამ არ მჯერა რა რომ ის დიბალაზე მაგარი ფორვარდია არანაირად არაა ასე.იუვე სამი ფორვარდით წარმოუდგენელია,ამიტომ ფორვარდად უნდა დადგეს რონალდუ და დიბალა .სამწუხაროდ ალეგრი არასდროს ირჩევს ამ ტაქტიკას ,ფლაგზე კოსტა და ბერნა და უკან მატუიდი პიანიჩი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .