რონალდუ:”მშრალი სერია ზემოქმედებდა ნეგატიურად”

კრიშტიანო რონალდუმ სერია ა-ს მეოთხე ტურში მოახერხა იუვეს მაისურით პირველი გოლის გატანა:

პორტუგალიელმა სასუოლოს დუბლი შეუსრულა და შედეგად იუვემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება მოახერხა:

“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან ფსიქოლოგიური კუთხით ეს მშრალი სერია უდაოდ ზემოქმედებდა ჩემზე.. მატჩი აქტიურად დავიწყეთ, თუმცა მეტოქეზეც უნდა ითქვას რომ თავს კარგად იცავდა..

ჩემი სატრანსფერო საგიდან გამომდინარე, ბუნებრივია არსებობდა გარკვეული დაძაბულობა.. რეალიდან წასვლამ და ახალ კლუბში გადასვლამ მოლოდინის ეფექტი გააჩინა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა.. მსურს თანაგუნდელებს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ამ პერიოდის გადალახვა გაჭირდებოდა.

ვიცოდი, რომ საწვრთნელ სესიაზე მუშაობის შედეგად, გოლები აუცილებლად მოვიდოდა და საქმე მხოლოდ დროის საკითხი იყო.. იტალიურ ფეხბურთთან ჩემი ადაპტაციის პროცესი წარმატებით ვითარდება.

ჩემპიონთა ლიგა, რომ ჩემი უსაყვარლესი გათამაშებაა ეს არაერთხელ დამიფიქსირებია.. ჯგუფი კი უდაოდ რთული გვაქვს. თუმცა, კარგად გვესმის რომ შეგვიძლია დიდი წარმატების მიღწევა და შედეგად კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რომ გავხდეთ საუკეთესოები”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. juve-10 juve-10 says:

    ეს თქვა და წავიდა სავარჯიშოდ)))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »