დეშამის ინტერვიუ გაძეტა დელა სპორტთან

გვთავაზობთ დიდიე დეშამის ინტერვიუს, რომელიც მან გაძეტა დელა სპორტს მისცა:

“გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია გუნდში საჭირო ფეხბურთელები გყავდეს.. ამაში არამარტო მათ საფეხბურთო მახასიათებლებს ვგულისხმობ.. საუბარი ეხება მათ ადამიანურ ასპექტებს.. რამდენად შეუძლიათ ერთად ცხოვრება.. ეს ინფორმაცია მხოლოდ მე და ჩემს თანაშემწეებს გვაქვს..

სიმართლე გითხრათ საკმაოდ იმედგაცრუებული ვიქნები თუ რომელიმე ფრანგი არ დაეუფლება ოქროს ბურთს.. მათ არამარტო მსოფლიო ჩემპიონობის გამო, არამედ კლუბებში ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ ამის სრული უფლება აქვთ. გრიზმანმაც, ვარანმაც და მბაპემაც ეს უდაოდ დაიმსახურეს!

მანჩესტერში ახლა საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ პოგბა ახლაც ერთ-ერთ საუკეთესოთა შორის იმყოფება. მეორეს მხრივ ეს იმდენად მტკივნეული საკითხია მათთვის, რომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად.

იუვენტუსის ოცნება ჩემპიონთა ლიგის თასსზე უკვე ცხოვრების ნაწილი გახდა.. დარწმუნებილი ვარ ტიფოზერია ოცნებობდა რონალდუზე და ისიც მოვიდა.. დიახ, ზოგჯერ ოცნება რეალობას ემსგავსება. ვფიქრობ, პოგბა ახლა ამ იუვეში უფრო მეტი ეღირებოდა ვიდრე კლუბმა იგი თავის დროზე გაასხვისა..

თავის მხრივ ბიანკონერი იტალიის ნომერ პირველი კლუბია და ევროპაშიც მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები.. წლევანდელ გათამაშებაში 7-8 გუნდია რომელთაც ძალუძს მთელი გზის გავლა, მაგრამ ალეგრის გუნდი ახლა ისეთივე ძლიერია, როგორიც ჩემი პერიოდის იუვენტუსი იყო.

რონალდუს მისვლით იუვე საოცრად მოძლიერდა.. ისედაც ძლიერ კოლექტივს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შეემატა, რომელმაც იცის რა უნდა მოიმოქმედოს რთულ ვითარებაში.. სწორედ ამაშია მისი ძალა.. ეს იყო და იქნება პორტუგალიელის მთავარი პლიუსი! კრიშტიანო უდაოდ ყველაზე გამორჩეულ პროფესიონალად რჩება.

ზიდანზე ბევრი იწერება, მაგრამ ყველას ავიწყდება თუ რაოდენ ძლიერი მწვრთნელი ჰყავს გუნდს ახლა.. ალეგრი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპეციალისტია.. არ არის გამორიცხული წარსულში შავ-თეთრი ზიზუ ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გაუძღვეს ბიანკონერის.. დაველოდოთ და ერთად ვნახავთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ესეც ძაან მაგარია მაგრამ ერთ დროს როცა იუვე გადმოიყვანა სერია აში სერია ბ დან და ნელნელა უნდა მოძლიერებულიყო ამასაც იგივე ისტერიკა დაემართა რაც კონტეს თორე შეიძლება ეხლა ისევ ეს ყოფილიყო იუვეს მწვრთნელი

  2. ტრიდე says:

    საღოლ რო მოაგებია ფრანგებს მსოფლიო

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »