ბონუჩის ემოციური ინტერვიუ Corriere dello Sport-თან

Corriere dello Sport-თან საუბრისას ბონუჩი იუვედან წასვლის მიზეზს შეეხო და ასევე მომავალ გეგმებსაც:

“პირდაპირ გეტყვით, რომ უცნაური გრძნობა დამეუფლა.. ადგე და წახვიდე სახლიდან არის ურთულესი მისია.. ეს სტადიონი, ეს გუნდი და ეს ქალაქი ჩემი ნაწილია.. იგი ჩემი სახლია და მისი დატოვება დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა. გადაწყვეტილება სიბრაზისგან მიღებული იყო.. ეს არის კარგი გაკვეთილი თუ როგორ არ უნდა აყვე ემოციებს და არ უნდა იმსჯელო გაცხარებისას.. ეს იყო ცუდი გადაწყვეტილება ან არა ის რაც ჩემთვის მისაღები იქნებოდა..

რა მოხდა? ტურინში უკანასკნელი 4 თვის მანძილზე თავის უსარგებლო ფიგურად ჩავთვალე.. ეს იყო პირადი შეხედულებიდან გამომდინარე.. სამწუხაროდ იმ დროს არ აღმოვჩნდი საკმარისად ძლიერი, რომ ამ ყველაფერს ერთპიროვნულად გავმკლავებოდი. რაც დრო გადიოდა ტკივილი იზრდებოდა და ვხვდებოდი, რაოდენ დიდი შეცდომა დავუშვი როდესაც სახლი მივატოვე. მხოლოდ აქ, მხოლოდ ამ მაისურით შემიძლია საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება როგორც მინდორზე ასევე მის მიღმაც..

პრეზიდენტ ანიელის და ჩემი აგენტის ძალისხმევით მოხდა ის რაც რეალურად მთელი ჩემი არსით და გულით მსურდა! დიახ, ეს იყო ერთადერთი ჩემი ოცნება, რომელიც ახდა.. ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ და თითოეულს მადლობა ამ საჩუქრისთვის.

ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტად, რომ მიგვიჩნევენ გასაკვირი არაფერია.. გუნდმა ჩემი და რონალდუს გარდა საკმაოდ გააძლიერა შემადგენლობა ძლიერი ფეხბურთელებით. შესაბამისად ახლა ყველაფერი გვაქვს, რათა ოცნება რეალობად ვაქციოთ. რონალდუ ამ ყველაფერს დამატებით სილამაზეს სძენს და მასთან ერთად ყველა მიზანი თითქოს უფრო იოლი ხდება. თუმცა, ვინც ფეხბურთს თამაშობს ეცოდინება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იღბალი, გუნდისთვის ყველაფრის გაღება და ერთიანი მუშაობის სისტემა.

ალეგრი? ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება.. სტრესი.. მნიშვნელოვანი მატჩების ეპიზოდი.. რას ვიზამთ, რაც მოხდა მოხდა.. მაგრამ შეხვედრის დროს ერთმანეთს ხელი ჩამოვრთვით და ერთიანი მიმართულებით დავიწყეთ ყურება.

სტვენა ჩემი მისამართით ნორმალური იყო.. თუმცა, აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა. იმედს გამოვთქვამ მალე ეს აპლოდისმენტები უფრო ხშირი და თბილი გახდება.

ჩემი ოცნება მომავალში იუვენტუსის მწვრთნელი გავხდე. სწორედ ამიტომაც ვაკვირდები სპეციალისტებს და საჭირო თვისებებს და რჩევებს ვიწერ. ბევრი ამბობს რომ ჩემგან კარგი თავკაცი გახდება.. სიმართლე გითხრათ სწორედ ეს არის რაც მომავალში მსურს ვაკეთო და თუ იუვეში დავსაქმდი ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ხო არ ღირს გაბუქება, ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში. ყველაფერი “გადახარშა” რაც მთავარია

  2. ანონიმური says:

    ფაქტია რომ ბონის დაბრუნებით იუვეს დაცვა გახდა იმაზე მეტი ძლიერი ვიდრე იყო,მან დიდი შეცდომა დაუშვა იუვედან წასვლით და აგერ ეს მისი ინტერვიუც მოწმობს ამ ყველაფერს ტიპი მიხვდა რომ შეცდა ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომა მთავარია გაანალიზა და მიხვდა რომ იუვე მისი სახლია ეხლა მან უნდა დაამტკიცოს იუვეს სიყვარული მოედანზე

  3. ანონიმური says:

    დარწმუნდით ეხლა რომ ამან გაუბერა და არა ხელმძღვანელობამ ან ალეგრიმ? ამას კიდე ის დაემატა რომ გოლი რომელიც იუვეს კარში გაიტანა ისე აღნიშნა თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაეტანოს.ძალიან დიდი უპატივცემულობა აპატია იუვემ რასაც ადრე არავისზე არ შვრებოდა და ამ ნაგავმა უნდა მთელი შეგნებით გამოისყიდოს დანაშაული.ჯერჯერობით კარგია და იმედია კიდე მოუმატებს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »