პორტუგალიური მედია განახლებულ ცნობებს აქვეყნებს რონალდუს საქმეზე

პორტუგალიური მედიის მთავარი სალაპარაკო თემა ახლა კრიშტიანო რონალდუს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟია.. Correio da Manha-მ დღეს საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

იყო თუ მადრიდის რეალი ჩართული 2009 წლის პროცესებში? მიიღო თუ არა მან მონაწილეობა კეტრინ მაიორგასთან შეხვედრაში და დადეს თუ არა ხელშეკრულება ვინაობის არ გამჟღავნებასთან დაკავშირებით?

არ არის გამორიცხული ლას ვეგასის პოლიციამ რეალის რამდენიმე მაღალჩინოსანიც დაკითხოს, რადგან საქმეში საინტერესო ფაქტები ტივტივდება და იბადება ლოგიკური პასუხ-გაუცემელი კითხვები..

რონალდუ თავდაპირველად უარზეც კი იყო რაიმე სახის კომპენსაცია გადახეადა, რადგან თავდაპირველადვე უაზრობად მიაჩნდა მაიორგას ბრალდებები. მადრიდელებმა კი საკუთარ თავზე აიღეს აღნიშნული თანხის გაღება, რათა თავიდან აეცილებინათ სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმა საკუთარ ფეხბურთელზე.. არ არის გამორიცხული რომ რეალმა პირველ რიგში საკუთარ იმიჯზე იფიქრა..

პარალელურად რონალდუს ადვოკატები და კერძოდ დევიდ ჩესნოფი აქტიურად მუშაობს საკუთარი კლიენტის დაცვაზე.. პორტუგალიური გამომცემლობის მტკიცებით, არსებობს რეალური ვიდეო ჩანაწერი, სადაც ურთიერთ შეთანხმებული სექსუალური კავშირის შემდეგ, რონალდუ და კეტრინი კვლავინდებურად დისკოტეკაზე დაბრუნდნენ, სადაც განაგრძეს დროის ერთად გატარება. ადვოკატები იმედოვნებენ რომ ამ მასალებით საბოლოოდ მორჩება ეს ცირკი, რომელიც რონალდუს თავსაა ატეხილი.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    Ritia magari.mafiozobit?chveulebrivi nagaviada ki gamochnda ritic igebda ligis tasebs.araferi magari menejeri araa

  2. aragveli aragveli says:

    ანუ რა გამოდის, რეალში რომ გადავიდაბ2009ში, მაშინ მიჩქმალა პერესმა და ეხლა ამოატივტივა რონიბრომ გადმივიდა. დიდი ნაბოთლარი ვინმეა :)

  3. ლექსო ანთია says:

    ფაქტია რომ პერესი აქტიურობს და ბინძურად და დამარცხდება საბოლოოდ აგონიაშია და ეს დასასრულია მისი.ფაქტია საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერია მაგრამ ეს მარტო სპორტულ ნაწილს ეხება ძალიან გავლენიანი და ამავე დროს უარყოფითი პერსონაა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »