პრემიერლიგური ბრძოლა ჯუზეპე მაროტასთვის

მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში, რომ სრული ქაოსია ახალი არავისთვის არის:

როგორც ჩანს პრემიერ ლიგის ბინადრებს ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად ტოპ მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებების განხორციელება ესახებათ..

ასე მაგალითად იუნაიტედი გეგმავს სპორტული დირექტორის თანამდებობა საბოლოოდ ჩამოაყალიბოს და ეს თანამდებობა ჯუზეპე მაროტას დაუთმოს..

დიახ, სწორედ იმ მაროტას რომელიც ნაპოლისთან შეხვედრამდე ყველას გვეგონა, რომ იუვეში კიდევ დიდხანს იმუშავებდა, მაგრამ..

საგულისხმოა, რომ ბეპეზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.. პრემიერ ლიგიდან მისი თავისთან ხილვა არსენალსაც სურს და როგორც ჩანს ამ ორ კლუბს შორის გარკვეული კონკურენციაც წარიმართება ბეპეს გადასაბირებლად..

თუმცა, არაა გამორიცხული იუვეს ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა სამშობლოში დარჩენა არჩიოს და მოღვაწეობა ინტერში განაგრძოს.. მილანელებს ძალიან სურთ მისი თავისთან ხილვა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »