ალეგრი მოგებულ მატჩზე საუბრობს

ალეგრი კმაყოფილია თუმცა საკუთარი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებსაც არ ივიწყებს:

“გავიხსენოთ ჯენოასთან შეხვედრა, სადაც უაზროდ მივდიოდით შეტევაში და საერთოდ არ ვფიქრობდით რა ხდებოდა უკან.. დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა მსგავსი შეცდომა არ დაგვიშვია, თუმცა დაცვიდან ბურთის ამოტანისას არაერთი მცდარი ნაბიჯი გადავდგით..

პირველი ტაიმი იყო სამაგალითო.. მაღალი ტემპი და მეტოქის მარწუხებში მოქცევა, როდესაც ის ხეირიანადაც ვერ ახერხებს ბურთის მოგერიებას.. არაერთი შანსი გვქონდა რომ ანგარიში უფრო დიდი სხვაობით წაგვეყვანა და ამ მხრივაც გვმართებს მუშაობის გაგრძელება.. დაუშვებელია მსგავსი მომენტების ხელიდან გაშვება.. ჯენოასთან ეს უკვე დაგვიჯდა ძვირად და იმედი ვიქონიოთ მომავალში განსხვავებული სიტუაცია გვექნება.

ტრავმირებულები? მანჯუკიჩი, ხედირა, ემრე ჯანი და სპინაცოლა ბუნებრივია გუნდისთვის მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენენ, მაგრამ დღევანდელ შემადგენლობას ძალუძს კონკრეტულ მატჩში ამოცანების ამოხსნა.. მსურს ალექს სანდრო შევაქო რომელმაც ამ საღამოს შეტევაშიც და დაცვაშიც ფუნდამენტური სამუშაო შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები ვართ თუ არა? მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიიწევდე.. იუვენტუსი წლიდან წლამდე ზრდიდა მოთხოვნებს და ახლა ვფიქრობ იმ პოზიციაზე იმყოფება საიდანაც თითოეული ტურნირის მოგება შეუძლია.. ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია და მის მოსაპოვებლად ყველაფერს ვიღონებთ..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

25 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ეს მანცესტერი არ არის საზომი და მოსამატებელი აქ გუნდს ტაან ძაან ბევრი შეტევაში :forza:

  2. ანონიმური says:

    ალეგრის მინუსი ისაა რომ 1ტაიმში ფიტავს გუნდს და მეორეში ვეგარ მოძრაობენ ისე მაგის გამო წავაგეთ ფინალი რეალტან დააკვდნენ 1ტაიმში და მეორეში დაბრედილები გამოვიდნენ და ალეგრის გეგმა იყო რომ მოგვეგო 1ტაიმი და მეორეში ყრუ დაცვა ეთამაშა მაგიტომ წავაგეტ ფინალი რეალთან ეგ უნდა შეცვალოს

  3. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    მოკლედ ამ იუნაიტედს ხო არაფერი ეშველება 1 კარგი მომენტი ქონდათ და ეგ იყო.ბურთს დავაღუნავდით რო გვდომებოდა!

  4. Vega Vega says:

    ამ სვარკას შეეწირება ეგ. მომავალი თამაშისთვის რომელიც შაბათ კვირას გვაქვს მაგისთვის ინახავდა ძალებს თორემ სვარკას როდის იყო ალეგრი თამაშობდა რა ცილისწამებააა. :lool: :lool:

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ან შენ როდის იყო რამე პოზიტიურს წერდი გინდა მოგებისას გინდა წაგებისას გინდა სეზონის დაწყებისას გინდა დასრულებისა. ისე ვეგა შენთვის დიდი ხანია მსურს მეკითხ ადაოჯახებული ხარ?

  5. barca123 says:

    rodemde unda svarkos iventusma rodemde))

    • ანონიმური says:

      შენი ხათრით დღეს ინტერის ორიანს დავწერ და კიდევ იუვეს არასდროს არ აკლდა გულშემატკივარი და შენ მესის დაწერილი 10 წლიანი ბარსას ისტორია შეირგე. წავა მალე მესი და მორჩა ბარსას ისტორიაც.იუვე რომ ლიგის ფინალებში გადიოდა ბარსა უეფას გინდი იყო.აბა წარმატებები

  6. barca says:

    momravlebula aq ronaldos gadmosvlis mere momxmarebeli))))

  7. ანონიმური says:

    ბენტანკური ცუდი არაა მაგრამ იუვეს ძირითადს ჯერ ვერ ქაჩავს… რამხელა იქაჯა პოგბამ რო შტანგას დაუშვა ბენტას სინდისზეა როგორ მიიღო და გაიგდო ბურთი

  8. ანონიმური says:

    რაგინდა ძმაო ჩავიდნენ ბიჭები ოლდტრფორდზე მოისაქმეს და წამოვიდნენ :forza:

  9. ტრიდე says:

    ალეგრი დაივიწყე დაცვა როცა იგებ გთხოვ მანჩესტერი ვერ დაგსჯის მარა გერმანული გუნდი თუ ჰეგხვდა ფრთხილად უნდა იყოს ჰეტევა 3 ნოლი რო წაიყვანო ანგარიში მაინც ჰეტევა გაიგე რა

  10. ლექსო ანთია says:

    რეალისტი ეგ კითხვა მთელს ადეკვატურ ფანობას აქვს ალეგრისთან

  11. ანონიმური says:

    მანჯუ დაგვაკლდა აშკარად,სიცარიელე იგრძნობოდა ცენტრში,თან რონალდო უფრო პროდუქტიულია როცა მარიოა გაზომზე

  12. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ისე მაგრად მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს მეტი ბენტაკურმა რომ დაიმკვიდროს ძირიტადში ადგილი? კვერცხები აკლია ბურთის დაჭერა აკლია სისწრაფე აზროვნება თუ პასი? რითია ზოზინა ხედირაზე ნაკლები რატომ უნდა თამაშობდეს ის და რატომ უნდა იჩაგრებოდეს ეს? გამოცდილება? გამოცდილება სკამიდანაც არ მიიღება ზუსთად ასეთ მატჩებში მოდის.

  13. ანონიმური says:

    რონალდომ რა გაისროლა გასულიყო მაინც რა უნდა გადიოდეს ეგეთი ბურთები :lool: დაე იმ ზანგსაც გაეტანა მერე ის შტანგა

  14. ანონიმური says:

    ძაან თავდაჯერებული როჟააქვს ხოლმე მაქს და მეც იმედიანად ვარ რო ვუყურებ…
    კონტეს მერე ეს რო დანიშნეს ვაგინებდი ხელმძღვანელობას და რავიცოდი ასეთი ძლიერი ტაქტიკოსი თუ დადგებოდა

  15. ფიცხელა says:

    მომენტი არ შევაქმნევინეთ ისე მოვუგეთ და რაზეა საუბარი საერთო? ჩვენ კი ბევრად მეტი უნდა გაგვეტანა მარტო პირველ ტაიმში იყო ამის მრავალი შანსი, სამი თამაშიდან გოლი არ გაგვიშვია არცერთში მეტი რა უნდა ქნას გუნდმახორუმი იცეკვოს?

  16. ლექსო ანთია says:

    ლამაზადაც ვითამაშეთ და სოლიდურადაც ,პირველი ტაიმი იყო სრული დომინირება,მერე როგორც ალეგრის ახასიათებს დაეძინა გუნდს,მაგრამ ალეგრის აქტივშია ეს თამაში ,ასეთი ცინიკური უნდა იყუოს იუვე სულ.რაც მთავარია პირველი ტაიმის იუვეს სტილი იკვეთებოდა და თუ შევძელით სრულად ასე ჩატარება თამაშის უპირობო ფავორიტები გავხდებით ლიგის

  17. ანონიმური says:

    დეხეას სასწაული თამაში რომ არა 3-0 მაინც მოვიგებდით.

  18. araba araba says:

    მიკვირს და წელს ალეგრი კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. მალადეც

  19. მაქს მაქს says:

    “JuanMata JuanMata გუშინ, 23:56
    ჩვენ ჰო ძაან ბევრი ვიფაფხურეთ და საერთოდ ამას თუ ფეხბურთი ქვია, ძაან ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს იუვეც რა საშინელი გუნდია, რამდენი შეცდომა დაუშვეს და ძაან სასაცილოა ასე მოთამაშე მანჩესტერთან, რომ 11 კაცით დაცვაში დგახარ wink”

    პატარა ეშმაკუნას კომენტარი წითლების საიტზე :)) ესმით ფეხბურთიი))). ბევრი იუვეს ფანიც იზიარებს ამ აზრს, მანჩესტერს უგებ ოლდტრაფორტზე და იმას უწუნებთ რატომ ლამაზი ფეხბურთი არ ვითამაშეთი, გოსპაძი რა))) წაგვეგო მარა ლამაზი ყოფილიყო ქე ციცი რასაც იტყოდით (პირველი ტაიმი სხვათაშორის ლამაზად ითამაშეს მარტო იუვემ)

  20. ანონიმური says:

    შეუტიეეე ალეგრი შეუტიეეეეეეეე გაქვს მაგის რესურსიიიი შეუტიეეეე :blin:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »