ინფორმაცია ტურინელთა ლაზარეთიდან

იუნაიტედთან მატჩის წინ საინტერესოა ვნახოთ თუ როგორ მიმდინარეობს ტრავმირებული ფეხბურთელების აღდგენითი პროცესი:

დუგლას კოშტამ და ბლეზ მატუიდიმ უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მცირე დისკომფორტი იგრძნეს, რის გამოც დღეს მთელი რიგი ფიზიოთერაპიის კურსები გაიარეს.. მათი მდგომარეობა ხვალ შეფასდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, შეეძლებათ თუ არა მოახლოებულ მატჩში მონაწილეობის მიღება.

კიელინი და ბერნარდესკი კვლავინდებურად ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ მომზადებას. არის თუ არა გაუმჯობესება წინა დღეებთან შედარებით, ჯერჯერობით უცნობი რჩება.. შესაბამისად ორივე მოთამაშის ასპარეზობა იუნაიტედის წინააღმდეგ კვლავინდებურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სასიამოვნო სიახლეა მარიო მანჯუკიჩის თაობაზე.. ხორვატმა ფორვარდმა საწვრთნელი დღის მეორე ნახევარი სრული დატვირთვით, მთლიან გუნდთთან ერთად ივარჯიშა. შესაბამისად სუპერ მარიოს ზემოთხსენებულ პარტნიორებთან შედარებით, უფრო უკეთესი შანსი აქვს მინდორზე გამოსვლის.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

13 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    ბერნარდესკის ფანობა როდის მერე გახდა დასაკნინებელი,ჩემი აზრით არც ქარიზმა აკლია და არც საფეხბურთო ტალანტი,დიბალა ბევრად ნიჭიერია,მაგრამ ხასიათი ძლიერი აქვს ბერნას და სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ის წარმომიდგენია ლიდერად.დიბალა უბრალოდ ძალიან დიდ აქტივია და იუვე გაყიდის რომ ბალანსი დაიცვას(ზიდანის ეფექტი)

    • ანონიმური says:

      დასაკნინებელი არ არის და არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ რა ზიდანის ეფექტზე ლაპარაკობ? იმ გუნდს რო + ზიდანი ყოლოდა ნედვედთან და დანარჩენებთან ერთად ეგ იქნებოდა “ეფექტი”, ისევე როგორც მაგალითად ეხლა ამ სასტავთან ერთად პოგბა გვყავდეს! წელს 1 ლიდერი გაყიდე, მერე სხვა მოიყვანე და იმის გავარსკვლავებას ელოდე და მერე ისიც გაყიდე, ესე არ შენდება რეალურად დიდი გუნდი. თუნდაწ წელს იმიტომ ვითვლებით დიდ ძალად, რო კრისტიანოსთან ერთად არც ერთი ლიდერი არ წასულა და ეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია!

    • koba del piero giorgadze says:

      ლექსო ზიდანი რომ გაიყიდა ეგ იყო გამართლებული ნაბიჯი მოჯის მხრიდან თანაც გასათვალისწინებელია ის რომ ზიდანს წასვლა უნდოდა და კიდევ გავყიდეთ ზიდანი მაგრამ გვყავდა დელ პიერო დიბალა რომ გავყიდოთ ეს შეცდომა მგონია მიუხედავად იმისა რომ ბერნარდესკი ძალიან მომწონს მგონია რომ დიბალა უფრო დიდ კვალს დატოვებს და უფრო მეტად ულიდერებს გუნდს ვიდრე ბერნა

    • koba del piero giorgadze says:

      ბალანსი დაცულია და სწორედ მაგას შეეწირა იგუაინი სხვას უფრო გაყიდიან ვიდრე დიბალას არ მგონია სწორი ქმედება იყოს დიბალას გაყიდვა ამით ბალანსის დაცვა ან მისი გაყიდვიდან აღებული ფულით ვინმეს ყიდვა თუნდაც ეს პოგბა იყოს რადგან არ შეიძლება ფრანგზე დაყრდნობა იმიტომ რომ შეიძლება ისევ წავიდეს ან ძველებურად ვერ ითამაშოს არც ისაა გამართლებული ყოველ წელს შეცვალო შემადგენლობა შესაძლოა ყველამაირ ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდებოდეს მაგრამ ზონებს შორის იდეალურად დამაკავშირებელია მეორე ფორვარდის პოზიციაზეც იდეალურია ჩემი ობიექტური აზრით დიბალა არ უნდა გაიყიდოს

  2. ანონიმური says:

    კი მარა რა დამოკიდებულებაზე ლაპარაკობთ?) 10 ნომერია და ვიცე-კაპიტანია და გოლს გოლზე იტანს და მეტი ეხლა ძეგლს ხო არ დაუდგავენ მოედნის ცენტრში)) სად ჩანს რო რამე რიგზე ვერა აქვს? მასეთ რამეებს ბერნარდესკის ფანები იძახდნენ ხოლმე სეზონის დასაწყისში))

  3. ლექსო ანთია says:

    ბევრი ფაქტორია დიბალაზე,პირველი ფინანსური,მაგრამ მთავარი ვფიქრობ ისაა რომ მეორე ნომრად დიბალა ფსიქოლოგიურ წნეხში იქნება და ნდობის და უპირობო ლიდერის პოზიციის გარდა ის ბოლომდე ვერ გაიხსნება,ბოლომდე ვინმეს ბრალი ეს არაა ,მაგრამ მე ვფიქრობ მისი გამთამაშებლად გამოყენება ნიშნავს მისი შესაძლებლობების 70% გაფლანგვას.

    • koba del piero giorgadze says:

      ფინანსურად ახლა იუვეს არ უჭირს შესაბამისად ეგ ნაკლებად მგონია მასე მოხდეს კი ბატონო მოვიდა რონალდო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ დიბალას ჩრდილში ყოფნა და ფსიქოლოგიური სტრესი ემუქრება დიბალა ძველებურად მნიშვნელოვანია კლუბისთვის და მთავარიც სწორედ ესაა კრიშტიანუს გამო დიბალას არავინ გაუშვებს რადგან პაულო მომავლის იგროკია

  4. ლექსო ანთია says:

    მანჯუკიჩი აუცილებლად დაგვჭირდება ლიგის პლეიოფებში და სულ გვჭირდება ფორმაში,მაგრამ როცა დიბალა წავა(აუცილებლად წავა)სადაც მივა ფორვარდად ითამაშებს და ერთერთი საუკეთესოც იქნება მსოფლიოში.იძახეთ მერე ალეგრიმ უკეთ იცისო

    • koba del piero giorgadze says:

      ლექსო ძმაო მანძუკიჩთან დაკავშირებით გეთანხმები მარიო ამდვილად შეუცვლელი და საჭირო ფიგურაა მაგრამ ჩემი აზრით დიბალა არ წავა მაინტერესებს შენ რატომ ფიქრობ მასე

    • Maka says:

      მეც მგონია რომ დიბალა წავა და ძალიან მაგარი სეზონებიც ექნება ოღონდ სხვა მაისურით სამწუხაროდ, შანსი არაა ამ დამოკიდებულებით გუნდში დარჩეს :-| :-|

      • koba del piero giorgadze says:

        ამ დამოკიდებულებით? რას გულისხმობთ? პაულოს აქ ყავს კრიტიკოსები თორემ ტურინში მას გამორჩეულად აფასებენ არანაირი წინაპირობა არაა იმის რომ პაულო იუვეს დატოვებს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »