ბენატია უკმაყოფილებას გამოთქვამს

მედჰი ბენატიას არ მოსწონს არსებული მდგომარეობა:

“სიმართლე გითხრათ არსებული ყოფით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ.. შარშანდელ სეზონში მაქსიმუმი გავიღე რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მომეპოვებინა.. ჩემი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ ურიგოდ არ გამოვიყურებოდი..

წელს კი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის საჭირო დრო არ გამაჩნია, რაც ნამდვილად არ მახარებს. დიახ, ეს ჩემი პროფესიის თანხვედრი პროცესია, მაგრამ მაინც..

ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურია ჩემი უკმაყოფილება თუ გავითვალისწინებთ რომ უკვე 31 წლის ვარ და თამაში მწყურია.

იანვარი? მოდით დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას.. თუ იუვეს უწინდებურად ვჭირდება და თუ ალეგრი ჩემი გუნდში ყოფნის აუცილებლობას ხედავს, მაშინ წასვლის მიზეზი არ მექნება.

სანამ აქ ვიმყოფები გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ! მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და მუდამ მზად ვარ ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება გუნდის საკეთილდღეოდ მოვახდინო”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ვირჯილ ვან დეიკი დზაან კლასნია.

  2. ლექსო ანთია says:

    თადარიგში ასეთი მცველი ფუფუნებაა,მაგრამ ის რომ ამ იუვეში სასტავის პრეტენზია ქონდეს ვინმეს კიელინის და ბონუჩის პირობებში ასეთი სულ სამი მცველია ევროპაში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »