სოუზა იუვეზე, რონალდუზე და ბერნარდესკიზე..

ბიანკონერის ექს შუახაზელი საინტერესო თემებს შეეხო:

“თუ იტალიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ვფიქრობ იუვეს კონკურენციას ინტერიც გაუწევს. სწორი მუშაობის შედეგად ნერიაძურიმ მოახერხა კარგი, ძლიერი სასტარტო შემადგენლობით და პროდუქტიული სათადარიგოთა სკამის შექმნა..

იუვეს თავის მხრივ ყოველთვის გააჩნდა იმის ფუფუნება, რომ ეყიდა ნებისმიერი ფეხბურთელი რომელსაც მოისურვებდა, მაგრამ მთავარი მათი მენტალიტეტია.. იუვენტუსს აქვს გამარჯვებულის ისეთი მენტალიტეტი, რომლის დამარცხება მეტოქის მხრიდან ურთულესი ამოცანაა.. წლევანდელი სეზონი მათ მართლაც შთამბეჭდავად დაიწყეს.

კრიშტიანო რონალდუს ეფექტი მხოლოდ იუვეზე კი არა სრულიად იტალიურ ფეხბურთზე დადებითად იმოქმედებს. დიახ, მან 9 წელი იასპარეზა მადრიდში და ყველაფერი მოიგო საკლუბო დონეზე.. მაგრამ გადაწყვიტა კარიერის იუვეში გაგრძელება და იცით რატომ? მას ესმის, რომ ბიანკონერის შეუძლია ის კიდევ უფრო უკეთესი გახადოს.. დიახ, ზუსტადაც უკეთესი და თან მისი ასაკის მიუხედავად..

ბერნარდესკი უსაზღვროდ ნიჭიერია.. მას ბევრი საჭირო თვისება გააჩნია, რომ მომავალში საოცრად მაღალ საფეხბურზე იმყოფებოდეს.. მიმაჩნია, რომ იუვეზე კარგი ადგილი კარიერული ზრდისთვის მისთვის არ არსებობს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ტრიდე says:

    საღოლ მაგრად მუშაობთ კომენტარს ვერ ვაკეთებ რადგან ერთი კომპიუტერი გაფუჭდა და ერთი ჩემს დას ჭირდება სულ არ იფიქროთ სადმე რო დვიკარგე აქ ვარ იუვეს ოჯახში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »