სტამი მოახლოებულ მატჩზე და სხვა საინტერესო საკითხებზე..

მანჩესტერ იუნაიტედის ექს ჰოლანდიელის მცველის იაპ სტამის განცხადებით, ბიანკონერი არამარტო მოახლოებულ დაპირისპირებაშია ფავორიტი, არამედ მთლიანად ამ ტურნირის:

“დაძაბულ შეხვედრას ველი, სადაც ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. იუვე პირველივე წუთებიდან შეუტევს, ხოლო იუნაიტედი საქმეს მეტი სიდინჯით უდგება.

წითელი ეშმაკებისთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მარცხის შემთხვევაში მოურინიოზე ზეწოლა ისევ გაიზრდება.

მეორეს მხრივ პირადად ჩემი მოსაზრებით იუვენტუსი ამ შეხვედრაშიც და ზოგადად ტურნირის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.. შესაძლოა ბარსელონასავით ბურთს არ აგორავებენ და ფლობენ, მაგრამ ეს გადამწყვეტი სრულებითაც არ არის.

ჩემპიონთა ლიგა ისეთი სტილის ტურნირია, სადაც რიგ ეპიზოდებში გადამწყვეტი მენტალიტეტი და ფსიქოლოგიური სიმყარეა.. ბუნებრივია არც ელემენტარული გამართლება იქნება ურიგო.

კიელინიზე და ბონუჩიზე რა უნდა ითქვას.. საკმაოდ მაღალი დონის მცველები, რომლებიც უკვე წლებია მოწოდების სიმაღლეზე არიან.. თუმცა, მოურინიოს არ დავეთანხმები ჰარვარდში მათი მიწვევის და იქ ლექციების წაკითხვაზე დაცვაში თამაშთან დაკავშირებით.

99 წლის მატჩზე ბევრს გვეკითხებიან.. იუვენტუსი საოცრად ძლიერი იყო და ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.. სწორედ ამიტომაც ეგონა ბევრს, რომ ვერ მოვახერხებდით მათ განადგურებას..

ინძაგის დუბლა პირველ ტაიმში თითქოს და ეს მოლოდინი გაამართლა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა სწორედ ამის შემდეგ ირწმუნა საკუთარი ძალების. გავიტანეთ თუ არა პირველი გოლი, ძალების იმ დოზით მოზღვავება ვიგრძენით, რომ ჩვენი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი გახდა.. იუვე პოზიციებს თმობდა, ჩვენ სიჩქარე გავზარდეთ და შეხვედრა ლოგიკურ წარმატებამდე მივიყვანეთ!

სხვათაშორის იუვეს ჩემი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ლაციოში ვირჯებოდი.. მაგრამ მათ გარდა ხაზზე მილანი და ინტერიც იმყოფებოდნენ.. არჩევანი როსონერიზე შევაჩერე, რადგან იქ არაერთი დიდებული ჰოლანდიელი ასპარეზობდა. თან იმ ხანებში მილანელებს მართლაც შთამბეჭდავი გუნდი ჰყავდათ. თავად ტურინელთა ჩემდამი ინტერესი კი ბუნებრივია დიდ სიამაყეს მგვრიდა.

პოგბასთვის იტალიაში დაბრუნება უდაოდ პოზიტიური იქნება, რადგან იგი აქ ახსოვთ და დღემდე გამორჩეულად აფასებენ. შესაბამისად დარწმუნებული ვარ იგი ამ შეხვედრაში თავის მაქსიმუმს აჩვენებს.

მეორე კითხვაა რამდენად მოუხდება მას იუვენტუსის რიგებში დაბრუნება და იქნება თუ არა ეს სწორი ნაბიჯი.. მე არ ვარ სპორტული დირექტორი ან აგენტი, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია.. ფრანგი შუახაზელი იუვეში განსაკუთრებულად კარგი იყო.. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ თუ იგი კალჩოში დაბრუნდება ძირძველ პოგბას ვიხილავთ.. იტალია მისი ჩემპიონატია”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »