ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“მართალია საქმე კარგად ვითარდება, მაგრამ ჯერ არცერთი ტიტული არ მოგვიგია. იუნაიტედთან დაპირისპირებაში ჩვენ ვალდებულები ვართ ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გავინაღდოთ, ხოლო დარჩენილ ორ მატჩში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ.

მთავარია მარტისთვის საუკეთესო კონდიციებში ვიყოთ და ყველა ტურნირზე ვიღებდეთ მონაწილეობას.. ეს ბუნებრივია იტალიის სუპერ თასსაც გულისხმობს, რომელიც 16 იანვარს მილანის წინააღმდეგ გაიმართება.

მანჯუკიჩის მდგომარეობა ახლა უკეთესია.. წინა შეხვედრაში მხოლოდ იმიტომ არ შევიყვანე განაცხადში, რომ მეშინოდა სათადარიგოთა სკამის კიბეებზე ასვლისას იტკენდა ფეხს.. ვხუმრობ.. ხორვატს გასულ სეზონებშიც ჰქონდა პრობლემები და უმჯობესია ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს..

ანალოგიური მდგომარეობაა ბერნარდესკისთან დაკავშირებით.. არ მინდა, რომ სკამზე გავაჩერო და შემდგომ მქონდეს სურვილი მინდორზე შევიყვანო, რის გამოც ტრავმის რეციდივის შანს გავზრდი.. ამიტომ ვარჩია განაცხადს მიღმა დატოვება, მაგრამ სამაგიეროდ მილანთან 100%-ით მომზადებული დაგვიბრუნდება.

გაზეთებში წავიკითხე, თითქოს ბევრი მკვდარი ფეხბურთელი მყავს გუნდში.. მიმოვიხედე საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშის დროს და სიმართლე გითხრათ არცერთი ასეთი მოთამაშე არ დამინახავს.. ამ ეტაპზე უბრალოდ ორი ფეხბურთელი მაკლია და იმედს გამოვთქვამ ფედერიკო უკვე როსონერისთან მატჩში დაგვიბრუნდება. დანარჩენებს რაც შეეხება, ხედირა და მანჯუკიჩი მზად არიან.

ვალდებულები ვართ უფრო ფრთხილად ვიმოქმედოთ და იმაზე უკეთესი თამაში ვაჩვენოთ რაც ოლდ ტრაფორდზე.. რადგან მეტოქემ თუ იგრძნო, რომ მოვდუნდით შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.

არაა გამორიცხული პირველი შეხვედრის მსგავსად, აქაც ანალოგიური ტრიო გამოვიყვანო მინდორზე, რადგან კუადრადო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. აი მატუიდისთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღემა მმართებს, რადგან მან ყველაფერი გაიღო შაბათს და ცოტა არ იყოს გადაღლილი მეჩვენება..

ყველაფერთან ერთად ხედირაც დაგვიბრუნდა და იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გუნდის სტაბილურ ასპარეზობაში..

დიახ, ბუნებრივია ველოდები რომ რონალდუ გაიტანს თავის გოლს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.. თუმცა, მან ისე როგორც იცის არ უასპარეზია პირველ შეხვედრაში.. ვერ იყო მეორეშიც და აი მანჩესტერში საგოლე გადაცემა მიითვალა”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    Ra ambavia amdeni reklamebi

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »