დიბალა დელ პიეროზე, მოურინიოზე და სხვა საინტერესო თემებზე

პაულო დიბალა საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

“მოურინიოსთვის შეურაწყოფა ნამდვილად არ მიმიყენებია.. უბრალოდ ვუთხარი, რომ ისედაც არასასიამოვნო გარემოს გამო, მას ზედმეტად სიტუაცია აღარ უნდა დაეძაბა.. მისი საქციელი იყო პროვოკაციული, რისი საჭიროებაც საერთოდ არ იდგა..

დიახ, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს რომლის პერიოდშიც არაერთხელ მოუყენებიათ შეურაწყოფა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და პროვოკაცია არ მოვაწყოთ.

მილანი კარგ ფორმაშია და ვფირობ ორივე გუნდი ერთმანეთს კარგ კონდიციებში მყოფი დაუპირისპირდება.. დარწმუნებული ვარ სანახაობრივი შეხვედრა გამოდგება და ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

იგუაინი? რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და სიმართლე გითხრათ უცნაური შეგრძნება იყო.. როდესაც ადამიანს შორიდან იცნობ, შემდგომ შენს გუნდში გადმოდის და ერთად ბევრ ტიტულს იგებთ, ხოლო შემდეგ სხვა გუნდში გადადის.. ახლა ის ჩვენი მეტოქეა და სწორედ ამიტომაც არის უცნაური..

გონსალოსთან ტრავმის თაობაზე არ მისაუბრია, მაგრამ ვისაუბრე სხვა თანაგუნდელებთან ამის შესახებ.. მე და დუგლასმა ვიდეო ჩავწერეთ და გავუგზავნეთ.. როდესაც ერთად ვიყავით ხშირად ვმხიარულობდით და ახლა მისგან პასუხს ველით.

უკნასკნელ პერიოდში მწვრთნელმა მინდორზე მეტი თავისუფალი მომცა.. ვფიქრობ, მეტოქისთვის ასე უფრო სახიფათონი ვართ. რონალდუ არის ფეხბურთელი რომელიც საკმაოდ ხშირად მარცხენა ფლანგზე ინაცვლებს.. თუმცა, მეორეს მხრივ სხვა მიმართულებითაც უყვარს გადაადგილება.. მაგალითად მანჩესტერში, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ჩემი გოლი მოჰყვა.

შეტევაში დღეისათვის ისეთი მდიდარი არჩევანი გვაქვს, რომ მწვრთნელს რეალურად უჭირს გადაწყვეტილების მიღება.. მანჯუკიჩი, ბერნარდესკი, დუგლას კოშტა.. საოცარ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ..

დელ პიეროსთან შეჯიბრი სტანდარტულ დარტყმებზე? სიამოვნებით! მას გავუგზავნე უკვე შეტყობინება.. იმედი მაქვს ეს მალე მოხდება და ვისარგებლებ შემთხვევით, მადლობას გადავუხადი, რადგან ალესანდრო ყოველთვის სასიამოვნო კომენტარს აკეთებს ჩემი მისამართით.

დიახ, იგი მართლაც განსაკუთრებული პიროვნებაა და მერწმუნეთ მარტო იუვეს კი არა სრულიად ფეხბურთს წარმოადგენს! იმედი მაქვს, რომ იგი გამონახავს ამისთვის დროს.. თუნდაც შტატებში ან არგენტინაში!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. ფიცხელა says:

    გუშინ ჩავუჯექი 2 საათზე მეტი ვუყურე ალეს გოლებს და მინდა გითხრათ რომ ძალიან შეიცვალა ფეხბურთი ის ნატიფი მოძრაობები რასაც ალე ასრულებდა ბურთის ჩაბზრიალება კარის კუთხეში იშვიათზე იშვიათია უკვე

  2. koba del piero giorgadze says:

    კარგი ბიჭია პაულო მოურინიოსთან დაკავშირებითაც სიმართლე თქვა პირადად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დიბალა კარიერას იუვეში დაასრულებს რაც შეეხება სტანდარტულების შესრულებაში შეჯიბრს დელ პიერო უკონკურენტოა მიუხედავად იმისა რომ აღარაა მოქმედი ფეხბურთელი

  3. ბენიამინ says:

    შეკითხვა:

    ხვალ საქართველოს მოგება და იუვეს წელს ყველაფრის წაგება გირჩევნიათ? თუ პირიქით?

  4. maradona73 maradona73 says:

    გაიხარე დავით, მაგარი სტატია დადე. :up:

    ალექსამ ორივე უნდა მიიწვოს სტანდარტულების შესრულბის შეჯიბრში, დიბალაც და რონალდუც, დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ მოოქმედი ფეხბურთელი არაა და სისტემატიურად არ ვარჯიშობს, ორივეს აჩვენებს მასტერკლასს!

    კეთილი სურვილებით!

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »