ბენატია მილანს უახლოვდება

მედჰი ბენატია სულ უფრო და უფრო ახლოს არის გუნდიდან წასვლასთან:

ფეხბურთელის აგენტმა მილანის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც პირად კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს მხარეებს არ გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა..

რაც შეეხება უშუალოდ ტურინულ კლუბსა და ფეხბურთელის ურთიერთობას, აქ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაროკოელმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება არსებული მდგომარეობით..

მიმდინარე სეზონში ბენატია მინდორზე სულ რაღაც 5-ჯერ გამოჩნდა და ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოდ, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში ბიანკონერი მას აუცილებლად შეელევა..

როსონერი მზად არის მედჰის ტრანსფერზე 15 მილიონი გამოყოს და მცველი ან იანვარში არენდით აიყვანოს ანაც სეზონის დასრულებას დაელოდოს, რის შემდეგაც კონტრაქტს სრულად გამოისყიდის.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    15 მილიონი უკვე სასაცილო ფასია ძაან ძლიერი მცველია

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »