ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი გუნდის მისამართით უამრავი პრეტენზია და კრიტიკა მოვისმინე.. რეალობა არის იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ შეხვედრაში დავმარცხდით სადაც საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ პრობლემა მაშინ შეგვექმნა როდესაც იუნაიტედთან შეხვედრა ფრედ არ დავასრულეთ..

ვიცით, რომ ახლა ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ ჩემს სიტყვებთან მიმართებაში და ამიტომაც ყველაფერს თავადვე განვმარტავ.. გარკვეულ ეპიზოდში ყველამ ირწმუნა რომ იუვენტუსი ჯგუფს ნაადრევად დაასრულებდა და პირველ ადგილს უპრობლემოდ შეინარჩუნებდა.. არადა ჩემპიონთა ლიგა 1 ივნისს სრულდება და ამ ტურნირზე ვადაზე ადრე გადაწყვეტილი საერთოდ არაფერია..

შედეგად, მანჩესტერს მივეცით საშუალება უკანასკნელ წუთებში წნეხში მოვექციეთ.. პირველი გოლის შემდეგ შეგვეძლო ტემპის დაგდება და ამ მატჩის დასრულება საყაიმო ანგარიშით, რადგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ აღარ იყო. აუცილებელია კონკრეტულ შეხვედრაზე სწორი რეაგირება მოვახდინოთ და მას ცივი გონებით მივუდგებით.

დე შილიოს გამოცვლაზე ბევრს მეკითხებიან.. პირველ რიგში მე კმაყოფილი ვარ მისი პროგრესით.. არ არის ფორმის პიკზე მაგრამ საბოლოო ჯამში ამ მატჩის შემდეგ მატიათი ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი! საქმე იმაშია, რომ მოურინიომ მინდორზე ფელაინი გამოუშვა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რაოდენ ძლიერია იგი მეორე სართულზე.. ბარძალი ზუსტად ამ შეცვლიდან გამომდინარე შევუშვი მინდორზე, რომ გაენიტრალებინა შესაძლო დაძაბულობა ჩვენს საჯარიმოში.

გადაღლილობა? დაიხ ეს ასეა.. შეხედეთ მანჯუკიჩს.. მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და მისთვის მორალური კუთხითაც უნდა აღმოგვეჩინა დახმარება, რომელიც გულისხმობს დასვენებას და ძალების აღსადგენად გარკვეული დროის მიცემას.. ანალოგიური ეხება მატუიდის.. დიახ, სამი მატჩის განმავლობაში 45-45 წუთი ვათამაშე, მაგრამ აშკარაა ფრანგს ერთ კვირიანი დასვენება ჭირდება ზღვის კურორტზე.. ემრე ჯანი რომ გვყავდეს ახლა ბლეზი დაისვენება, მაგრამ სამწუხაროდ..

რაც შეეხება თავად გერმანელს, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და უკვე მომავალ კვირას ტურინში დაგვიბრუნდება.. ემრე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ადაპტაცია კარგად გაიარა იუვეს შუახაზისთვის საჭირო ფიგურად იქცა.. აი ხედირას კი ზედმეტი ქება არ ესაჭიროება.. იგი მზად არის მოედანზე გამოსასვლელად, მაგრამ არა მთელი 90 წუთის მანძილზე.. იუნაიტედთან პირველი ნახევარი ეფექტურად ჩაატარა.. უკანასკნელ 15 წუთში კი გერმანელის პროდუქტიულობამ იკლო..

სხვა მხრივ ყველა ფეხბურთელი გარდა სპინაცოლასი წესრიგშია.. ლეონარდოს პრიმავერას რიგებში სასუოლოს წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა და იქ მისი მდგომარეობა სრულად შეფასდება. მსურს შევაქო დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი.. უკანასკნელ ხანებში მათ საწვრთნელი სესიის განმავლობაში დიდებული სამუშაო გაწიეს.. ველოდოთ თუ არა მათ სასტარტოში? ეს ორიც, დიბალაც, მანჯუკიჩიც და სხვა შემტევი, დამოკიდებულნი არიან იმაზე თუ რამდენი თავდამსხმელით გამოვალთ მოედანზე..

პრობლემები გოლების კუთხით? სხვათაშორის შარშანდელზე ნაკლები გვაქვს გატანილი, მაგრამ კარში დარტყმა უფრო მეტი განვახორციელეთ.. უცნაური სტატისტიკაა მაგრამ ფაქტია.. თითო შეხვედრაში ორ გოლზე ვთამაშობთ, მაგრამ იყო მატჩები სადაც ჩვენი მოქმედებები საკმარისი არ გამოდგა.. ბევრი იძახის რომ გუნდს იგუაინი აკლია.. დიახ, გონსალო დიდებული ფორვარდია.. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში რომელმაც იუვესთვის ბევრი გააკეთა.. მაგრამ კრიშტიანოზე რაღას მეტყვით? იგი მართალია ნომინალურად ფორვარდი არაა, მაგრამ ამავე დროს რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს სწორედ საუკეთესო ფორვარდად სახელდება..

პორტუგალიელი არაჩვეულებრივი სილამაზის ბურთებს იტანს, მაგრამ სადაც ვერ ახერხებს ამას, იგი მაინც ხდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.. და რაზე მეტყველებს ეს? ვფიქრობ, ამის შემდეგ კითხვა იყენებს თუ არა იუვე მის პოტენციალს სრულიად არის უაზრო და მეტი არაფერი.. დავუბრუნდები იგუაინის თემას და გეტყვით, რომ მისი ხილვა გამიხარდება.. ეს არის ფორვარდი რომელმაც შავ-თეთრი მაისურით მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და არაერთი ტიტულიც მოგვიტანა.. ჩვენ მისი მადლიერი ვართ, მაგრამ სეზონის ბოლოს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ყველა თავისი გზით წავიდა.

ველოდოთ თუ არა ბონუჩი-კიელინის წყვილიდან, რომელიმეს დასვენებას? ნაკლებად მოსალოდნელია.. თუმცა, 5 მაღალი დონის მცველი გვყავს და ვინც არ უნდა გამოვიდეს მინდორზე მერწმუნეთ ტოლს არავის დაუდებს.

აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გატუზო შევაქო.. უკანასკნელ ექვს შეხვედრაში როსონერიმ 5-ში მოახერხა წარმატება და მხოლოდ ერთხელ, ისიც დერბიში უკანასკნელ წუთებზე დამარცხდა.. ჯენაროს გუნდი წარმატებულ პერიოდს გადის და ვფიქრობ ჩვენთვისაც 70 000 მათი ქომაგის წინაშე თამაში ერთგვარი გამოწვევა იქნება.. მილანი – იუვენტუსი ყოველთვის იქნება გამორჩეული მატჩი და მასში მონაწილეობა თითოეული მოთამაშისთვის ძალზედ ბევრს ნიშნავს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ტრიდე says:

    ალეგრი ახლა მინალიდან სამი ქულით დაბრუნდი ტურინში თორე არანაირი გასამართლებელი არ გაქნება რატო წააგებინე გუნდს მანჩესტერთან მე პირდად გაბრალებს შენ უზრო გადაწყვიტილებებისნგამო იუვეს არ წაუგია წააგე შენ ძალით

    • ანონიმური says:

      აგერ თვითონ აღიარებს კაცი ფრე გვქონდა გეგმაშიო)) მეტი მტკიცებულება რა გინდათ რო ოფიციალური კუანაა

  2. რამოსი says:

    ფეხბურთელებს იმისათვის რომ დიდებულები გახდნენ სჭირდებათ კარგი პარტნიორები,რონალდუს კი მხოლოდ ბურთი.
    ლუიშ ფიგუ

  3. juve-10 juve-10 says:

    აჰააა წამსცდა თუ არაა, რო ფრეზე აპირებდა თამაშს) თან გატანილი გოლის მერე!!!! შე კუანა შეენ)) არა არ მოიშლის ეს თავისას რაა

  4. ანონიმური says:

    რა იბოდიალა და იფილოსოფოსა ეხლა ამან?)) რა მანჩესტერმა წნეხში მოგვაქციაო, რა ფრედ დასრულება შეგვეძლოო მართლა შერეკილია ეს რაა)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »