tuttomercatoweb:”შეფასებები”

მანამ სანამ ტუტოსპორტის შეფასებები დაიდება, ტუტომერკატოზე წავაწყდი ცხელ-ცხელს და გთავაზობთ უცვლელი სახით:

პერინი – 6 – ალეგრიმ საშუალება მისცა თავი გამოეჩინა ისეთ შეხვედრაში, სადაც პრინციპში მისი საქმე იქნებოდა ბურთის მოწოდება. ორ ეპიზოდში მოუწია ჩართვა და ასეთ დროს მის ფორმაზე საუბარი რთულია.

დე შილიო – 6.5 – იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, რომ შეტევაშიც თავისუფლად ერთვებოდა, როდესაც ამის შანსი ეძლეოდა.

ბონუჩი – 6.5 – მეორე ბურთი მისი აქტიურობის შედეგად დაიბადა. პრინციპში ერთადერთი ეპიზოდი სადაც შეგვიძლია იგი გამოვარჩიოთ, რადგან სხვა მხრივ უსაქმოდ იყო.

რუგანი – 6.5 – შესაშური სიმშვიდით ასპარეზობს და თავის ზონაში არავის არ აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

ალექს სანდრო – 6.5 – ორიენტირებული იყო შეტევაზე და შესაბამისად ნახევარდაცვის ზონის პარალელურად მოქმედებდა, რითაც საკუთარ ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა.. 87 წუთზე ადგილს კიელინის უთმობს.

კუადრადო – 6.5 – შესაძლოა არ იყო კოშტასავით ზუსტი, მაგრამ ნაკლებად ეფექტური უდაოდ არ ყოფილა. დაძაბულობაში ჰყავს საკუთარი მეურვეები, რომელსაც წუთიდან წუთამდე აბითურებდა.

ბენტანკური – 6.5 – დღეს უფრო მეტად დაცვით ფუნქციებში ჩართულობა ევალებოდა.. გუნდის წინააღმდეგ რომელსაც არაფერი გამოსდიოდა..

პიანიჩი – 7 – პროფესორი.. ამ საღამოს უდაოდ ასეა.. მისი მოქმედებები და სიზუსტე შექებას იმსახურებს!

კოშტა – 7.5 – საუკეთესოა თანაგუნდელებიდან.. მუდმივი აჩქარებებით და დროული ჩართვებით მეტოქეს სისხლს უშრობს.. ეს ის კოშტაა რომელსაც სეზონის დასაწყისიდანვე ელოდა იუვეს ტიფოზერია..

მანჯუკიჩი – 7 – კაპიტანი-მეომარი! მორიგი ბრძოლა და წარმატებული მოძრაობა რომლითაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავი მეხუთე გოლით გამოიჩინა!

რონალდუ – 7.5 – საჭირო დროს, საჭირო ადგილას! რონალდუ იტალიაში არის ფორვარდი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გუნდს დახმარების ხელს უწვდის და იტანს მაშინ, როდესაც ამას სიტუაცია და გუნდი საჭიროებს! ბრავო!

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »