ტუტოსპორტი განახლებულ ცნობებს აქვეყნებს სანდროს კონტრაქტთან დაკავშირებით

ტუტოსპორტი ალექს სანდროსთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის:

ბოლო რამდენიმე დღეა სამხრეთ ამერიკელთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი ცნობები ჩნდება.

ბიანკონერის ექს გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა სანდროსთან არსებული შეთანხმების გახანგრძლივების მომხრე იყო.. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ტურინის დატოვება მოუწია, სიტუაცია გაურკვეველი მიმართულებით განვითარდა.

როგორც ირკვევა ტურინს არ სურს მისი იოლად დათმობა და რამდენიმე დღეა პარატიჩი ფეხბურთელის აგენტთან მართავს კონსულტაციას..

სანდრო 7 მილიონს ითხოვს, ხოლო იუვე 5-ზეა თანახმა.. თითქოს შეთანხმების რადიუსი არცთუ ისე შორია, მაგრამ ფაქტია ჯერ მხარეები უარს აცხადებენ კონტრაქტზე ხელის მოწერას..

ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაცია ზაფხულამდე აუცილებლად გაირკვევა.. ბიანკონერი მზად არის გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და იგი შეინარჩუნოს.. თუ არაფერი გამოვა, მაშინ უფასოდ შელევას ნამდვილად არ აპირებს და 2019 წლის ზაფხულში 40-50 მილიონად მაინც შეელევა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »