ზაფხულში იტალიური სატრანსფერო ბუმია მოსალოდნელი

კორეიეროს მტკიცებით, სერია ა-ს გრანდები ნამდვილ ომს გააჩაღებენ იტალიელი ფეხბურთელებისთვის:

საუბარი ეხება სანდრო ტონალის, ნიკოლო ბარელას, ფედერიკო კიეზას და ბირაგის რომელიც ნერიაძურის საკუთრებაში რჩება..

ბარელაზე ყველაზე მეტად ინტერი აქტიურობს.. დიახ, იგი იუვესთვისაც საინტერესოა მაგრამ ტონალის გამოჩენამ ტურინელთა გეგმები ოდნავ შეცვალა.. შესაბამისად არაა გამორიცხული ინტერში მაროტას პირველი გასროლა სწორედ კალიარის ახალგაზრდა შუახაზელი გახდეს..

და რას აკეთებს ტურინი? ტონალიზე აქტიურობს.. პარატიჩი ჩელინოსთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სხვადასხვა ფორმულაზე მუშაობს, რომელიც საბოლოო ჯამში ნიჭიერ შუახაზელს, რომელსაც უკვე ეძახიან ახალ პირლოს ტურინში ჩაიყვანს..

აქვე გავლენიანი იტალიური გამომცემლობა იტყობინება, რომ მოახლოებულ ზაფხულში პარატიჩის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე იქნება ფედერიკო კიეზას ხელში ჩაგდება.. ნაპოლი გაუწევს მათ კონკურენციას, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია დე ლაურენტისმა 50-60 მილიონი გადაიხადოს იტალიელი შემტევის სანაცვლოდ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    არცერტ იტალიელს არ მივიღებდი ამ ეტაპზე

  2. Beso_nakasha says:

    ტონელი და კიეზა მოიყვანონ :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »