ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ინტერთან ხვალინდელ მატჩს დაეთმო:

“ველი რთულ, მაგრამ ამავე დროს საინტერესო დერბი დ’იტალიას.. მატჩს, რომლისთვისაც ტიფოზერია განსაკუთრებულად ემზადება, შესაბამისად ვალდებულები ვართ მას მაქსიმალურად დიდი ყურადღებით მივუდგეთ..

ინტერი ჩემს მოწონებას იმსახურებს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც გუნდმა მოკლე ვადაში მიაღწია. მათ კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ.. რაც მთავარია ძალზედ ტექნიკურია და ამაზე უკვე ვისაუბრე.. შესაბამისად ბურთის ამოტანის დროს ჭკვიანურად მოქმედება გვმართებს.. ნერიაძური იმ გუნდებს შორის შედის, რომლებიც ბურთზე კონტროლს იოლად არ დაგვითმობენ.

დაცვის ხაზში უკეთესობა შეიმჩნევა და ამ მხრივ მუშაობას განვაგრძობთ.. ფლორენციაში იყო შეცდომები დაშვებული და საბედნიეროდ მეტოქემ ვერ მოახერხა შანსის გამოყენება.. იმედი ვიქონიოთ მილანში უფრო ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ნერიაძურის ფორვარდები ამას არ გვაპატიებენ.

ბევრი აკრიტიკებს იუვეს თითქოს იგი ჩემპიონატს კლავს.. სტადიონებზე ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებული ქომაგობა და აგრესიაა.. რეალობა კი არის ის, რომ ჩვენ საქმეს მშვიდად უნდა მივუდგეთ.. გვაქვს დასახული მიზნები რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შესრულდეს. იუვენტუსი კი არ კლავს, არამედ იმარჯვებს.. ამყარებს რეკორდებს და ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასია, რომელსაც საწვრთნელ სესიაზე ვასრულებთ.

დაისვენებს თუ არა კუადრადო? რთული სათქმელია.. ფლორენციაში მაგალითად დაცვის ფლანგებზე კანსელუ და დე შილიო მყავდნენ, რომლებმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.. მათი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ თანაბრად კარგად შეუძლიათ დაცვითი ფუნქციის შესრულება ორივე ფლანგზე. იებთან შეხვედრაში ეს ყველამ კარგად დაინახა.. თუმცა, უმეტესწილად მატია მარჯვენა ფრთაზე გამოვიყენე..

მართალია თუ არა ანჩელოტი როდესაც იძახის, რომ ნაპოლის კიდევ აქვს სკუდეტოს მოპოვების შანსი? ბუნებრივია! ნუ გავიწყდებათ, რომ ინტერთან ორი დაპირისპირების გარდა, მათთან ერთი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი.. ეს კი უკვე არის იმედის ჩასახვის მოტივი.. ანჩელოტი ძალზედ გამოცდილი მწვრთნელია, რომელმაც იცის გუნდი როდის უნდა გაიყვანოს ფორმის პიკზე.. ჩვენ მათ და ინტერს მთავარ კონკურენტებად მივიჩნევთ და გვწამს, რომ თუ ოდნავ მოვდუნდით ისინი ამას არ გვაპატიებენ.

გეტყვით რომ ემრე ჯანმა ტრავმა მოიშუშა და ახლა მზად არის მოედანზე გამოსასვლელად.. მას ბრძოლაში ჩართვა სწყურია და ვფიქრობ, რამდენიმე წუთით ამის საშუალება მიეცემა კიდევაც.

დაცვაზე და შუახაზზე ჯერჯერობით კითხვის ნიშნებია.. ბენტანკურს ზურგი აწუხებს.. ორი დღე ჰქონდა სპეციალური პროგრამის გასატარებლად და ვნახოთ როგორ კონდიციებში იქნება ხვალისთვის. ურუგვაელის არ ყოფნაში ჯერ არ ვიცი ვინ იქნება სასტარტოში.. კუადრადო არის ვარიანტი, მაგრამ თუ კოლუმბიელი მეცალაზე გაირჯება, მაშინ შემტევი ტრიოს გადახალისება მომიწევს. ჯანი სულ ახლახანს დაბრუნდა და მისი 90 წუთით გამოყენება ნაკლებად მოსალოდნელია..

დაცვაში ყველაფერი რიგზეა, ერთადერთი ბარძალის ტრავმაა დასანანი რომლის გამოც იგი მინდორს რამდენიმე კვირით დაემშვიდობა.

ბევრი ამბობს, თითქოს ბალანსი ვიპოვე და მთავარი წინა სამეული აღარ შეიცვლება.. ეს ასე არ არის.. ჯერ მარტო იმიტომ რომ 7 ფეხბურთელით თავის დაცვა წარმოუდგენლად რთულია.. ეს სამეული არ უნდა იყოს მოწყვეტილი მთელ გუნდს.. და საერთოდ აქ საუბარი რაიმეს პოვნაზე არ არის.. აქ საუბარია შედეგის გაუმჯობესებაზე.. დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს ამ მხრივ.. ჯერ არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი..

განსხვავება ჩემსა და სპალეტის შორის? პრინციპში ჩვენ ერთი რეგიონიდან ვართ.. უბრალოდ მას თმა აღარ აქვს თავზე, მე კი ცოტა შემრჩა.. სხვა მხრივ მან უკვე ყველას დაგვიმტკიცა რომ გამორჩეული სპეციალისტია.. იგი წარმოუდგენლად კარგ სამუშაოს ასრულებს ინტერში.. თუმცა, არანაკლებს აკეთებდა რომაში და რუსეთში.. იგი შექებას იმსახურებს!

გავიხსენო ანიელისთან 5 წლის წინანდელი შეხვედრა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს? ნახვის თანავე მომაჯადაო მისმა ქარიზმატულობამ. ლიდერი რომელსაც აქვს მტკიცე ხასიათი და უკან არაფერზე იხევს.. დიახ, ანდრეა უდაოდ გამორჩეული ფიგურაა იტალიური საფეხბურთო სამყაროსთვის და არამარტო..

იანგ ბოიზთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ წინასწარ რომელიმე კონკრეტულ მატჩზე არ ვსაუბრობთ.. მოტივაციის კუთხით ყველაფერი წესრიგშია.. ინტერთან მატჩს თავად მოაქვს ეს ატმოსფერო და ჩემპიონთა ლიგაზე უშუალოდ მაშინ დავიწყებთ ფიქრს, როდესაც ამის დრო მოვა.. თუმცა, რა დასამალია ეს ტურნირი ჩვენთვის გამორჩეულია და გვსურს მაქსიმუმი გავიღოთ მის მოსაპოვებლად”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ჰააა თმაზე რა იბაზრა ))))

  2. ანონიმური says:

    ინტერი აშკარად უკეთესია წელს. კი აქვთ ისევ ჩავარდნები, მარა სხვებთან შედარებით სწორი გზით მიდიან და ამ ზაფხულს ფეირ-პლეის სანქციაც რო მოეხსნებათ, შეილება სერიოზული ძალა მივიღოთ. ინტერ მერდა!)) მარა კარგია იტალიური ფეხბურთისთვის! მილანთან შედარებით ბევრად უფრო ნათელი პერსპეკტივები უჩანს ინტერს უახლოეს მომავალში

  3. ლექსო ანთია says:

    დღეს ანიელის დაბადებისდღეა და ვულაცავ მთელი გულით,იუვეს საუკეთესო პრეზიდენტი ყავს მგონი მთელს საფეხბურთო სამყაროში

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »