ვრცელი ინტერვიუ კრიშტიანო რონალდუსთან

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუს, რომელიც პორტუგალიელმა გაძეტა დელა სპორტის ჟურნალისტთან ჩაწერა:

კრიშტინო, უკვე 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ტურინში გადაბარგდი.. როგორ მოხდა ეს ყოველივე?

უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან საკუთარი გადაწყვეტილება წამითაც არ მინანია.. ტურინი საკმაოდ კარგი ქალაქია, ფანები ძალიან თბილები, თავად კლუბი კი საოცრად ორგანიზებული.. ფეხბურთელები ძალზედ მოკრძალებულები არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ..

არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი დონის გუნდში პირველად ვარ! აქ ყველანი თავს როგორც ერთ მთლიან გუნდად ისე ვგრძნობთ! სხვაგან, სიტუაცია რეალურად განსხვავებულია.. ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილნი, რადგან სამწუხაროდ არაკომფორტულ გარემოს სძენს სამუშაო პროცეს.

აქ სულ სხვა მდგომარეობაა.. პირობითად მანჯუკიჩმა ან დიბალამ გოლები რომ ვერ გაიტანონ, ისინი მაინც ბედნიერები არიან.. ვერ აგიღწერთ როგორი სასიამოვნოა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ყურება..”

სხვაობა რეალსა და იუვენტუს შორის..

“განსხვავება საოცრად დიდია.. იუვენტუსი ეს არის ერთი დიდი ოჯახი! წარსული უკვე აღარ არის საინტერესო. იგი ისტორიას ჩაბარდა.. ჩემი მიზანი არის შავ-თეთრი ფერების დაცვა და მისთვის მაქსიმუმის გაღება! მსურს იუვესთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიპოვო.. ბუნებრივია რეალთან დაპირისპირების შემთხვევაში მაქსიმუმს მოვიმოქმედებ, რათა ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს.

აქვე გეტყვით, რომ ხშირად ვადევნებ პრესის ფურცლებს თვალს.. იწერება მარსელოზე.. ისკოზე.. ასენსიოზე.. საქმე იმაშია, რომ იუვენტუსში უკვე ახლა ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან და ჩვენ მეტი აღარავინ არ გვჭირდება!”

მიზეზი თუ რატომ აირჩიეთ იუვენტუსი?

“მართლაც შთამბეჭდავი იყო ეპიზოდი, როდესაც ტურინში გოლი გავიტანე და სტადიონმა ტამი დამიკრა.. არ უნდა დავივიწყოთ სტაბილურობა.. პრეზიდენტის მიდგომა კლუბის და ქომაგების მიმართ.

არ დავწვრილმანდები და გეტყვით, რომ ამ ყველაფრის გარდა იყო კიდევ რამდენიმე დიდი თუ პატარა დეტალი, რამაც ჩემს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინა.. მქონდა სხვა შეთავაზებებიც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე 100%-ით სწორი გადაწყვეტილება მივიღე!

ალეგრი? გამორჩეული პროფესიონალი და უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი!

მისი თვისებებიდან გამოსარჩევია პირდაპირობა, რომელიც მას გააჩნია..

არასოდეს იტყვის ისეთ რამეს, რომელიც დაგაფიქრებს თუ ვისთვის იყო ეს სიტყვები განკუთვნილი..

მაქსი სახელით მოგმართავს და სათქმელს პირდაპირ გეტყვის! ის სამართლიანია, ჭკვიანი, სერიოზული და ამავე დროს პოზიტიურიც!”

ფიქრები ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე?

“ადრეც ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგა არ უნდა იყოს აკვიატებული იდეა.. ეს არის კონკრეტული მიზანი, რომლისკენაც ნაბიჯ ნაბიჯ უნდა წავიდეთ. დიახ, ეს ყოველი ჩვენთაგანის ოცნებაა, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო..”

ტურინული დერბი?

“თავიდანვე მივხვდი მის მნიშვნელობას.. არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა ტოროს წინააღმდეგ მათ დასამარცხებლად. ტურინში ორი მატჩია, რომლის წაგება არ გვეპატიება და ესენი არის დაპირისპირებები ინტერთან და ტორინოსთან..”

იცის თუ არა კრიშტიანო უმცროსმა, რომ მამა სუპერ ვარსკვლავია?

“დიახ! თავადაც იუვეში თამაშობს და გრძნობს ზეწოლას, რაც ძალიან მოსწონს.. რამდენიმე დღის წინ შემდეგ რამეს მეუბნება – შემიძლია სახლში ორი იტალიელი მეგობარი მოვიყვანო? ვეუბნები, რომ რა თქმა უნდა შეუძლია.. კარგია! ოღონდ სახლში უნდა იყო, რადგან შენთან ფოტოს გადაღება სურთ!..

ბევრი მეკითხება თუ როგორ უნდა შევინარჩუნო ფორმა.. ჩემი საიდუმლო საკვებშია.. ვცდილობ ყოველთვის ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი მივიღო, რომელიც ჩემს ფორმაში ყოფნას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.

ეკლესიაში ყოველკვირეულად დავდივარ, რადგან კათოლიკე ვარ და ღმერთს თითოეული დღისთვის და წარმატებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი!

ოქროს ბურთი? მართლა ვფიქრობდი, რომ მისი მოგება მოედანზე ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე მე დავიმსახურე.. თუმცა, პატივსვცემ მათ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოდრიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვარ თუ არა გაწბილებული? ბუნებრივია.. თუმცა, განვაგრძობ მუშაობას და იმედი მაქვს მომავალ წელს ამ ჯილდოს კვლავინდებურად დავეუფლები”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი ანონიმური

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »