ალეგრი ჩატარებულ მატჩზე საუბრობს

სამპასთან დასრულებული შეხვედრის მაქს ალეგრის სქაი სპორტის ჟურნალისტი გაესაუბრა:

“მესმის, რომ თქვენთვის – ჟურნალისტებისთვის ახლა საინტერესო არის უშუალოდ რეკორდულ ციფრებზე საუბარი.. ბუნებრივია შთამბეჭდავად ჟღერს 53 შეხვედრაში რომელიც 2018 წელს ჩავატარეთ, დაგროვებული 101 ქულა..

თუმცა, გეტყვით რომ ჩემი სურვილია ამ სეზონს და მოპოვებულ ქულებს კიდევ 37 დავუმატოთ, რაც აუცილებელია გამარჯვების მოსაპოვებლად!

უშუალოდ თამაშზე გეტყვით, რომ კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს პანიკის შეგრძნება მოგვიცვა.. არ დაგიმალავთ და ამ მიმართულებით აშკარად სამუშაო გვაქვს.. პირობითად ატალანტასთან მატჩისას 10 კაცით კარგად ვირჯებოდით და აქ რატომღაც ბურთის კარგვას მოვუხშირეთ, იმის ნაცვლად რომ ყოველგვარი სიჩქარის გარეშე გვეთამაშა.

რონალდუმ დღესაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. არ უნდა დავივიწყოთ აუდეროს საოცარი სეივი, როდესაც პორტუგალიელს ამ ეპიზოდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

მისასალმებელია რუგანის ასპარეზობაც და საერთოდ მიმაჩნია, რომ დანიელესთვის მიმდინარე განსაკუთრებული იყო. დიბალა გამთამაშებლის პოზიციაზე სულ უფრო და უფრო პროდუქტიული ხდება.. ის ფაქტი, რომ კალიარის შემდეგ გოლი არ გაუტანია არ მაღელვებს.. მას ახლა გუნდში ფუნდამენტური მისია აქვს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

16 კომენტარი

  1. ვეგა says:

    გილოცავთ შავ თეთრებო დამდეგ 2019 წელს! უფალი იყოს თქვენი მფარველი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ბიჭებო ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ბედნიერების მშვიდობის და ერთიანობის წელი ყოფილიყოს. იუვესაც გავეხარებინეთ ამ ნანატრი ლიგის თასით .უფალი გფარავდეთ.

  3. Beso_nakasha says:

    გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს გისურვებთ სიყვარულს და სიხარულს ლიგის თასით ხელში :forza: :chuvak: ყველას

  4. ანონიმური says:

    ოლე გუნარ სოლსკაიერი მოიყვანეთ იუვეში, რაღად გვინდა ზიდანი :chuvak: :chuvak: :chuvak: :lool: მრავალ ახალ წლებს დაესწარით იუვენტინებო :forza: :forza: :forza:

  5. ლექსო ანთია says:

    ისე დაუჯერებელია ისეთი ფანტასტიური ფეხბურთელი როგორიც რონალდოა ახლა ჩვენს გუნდშია.დაუჯერებელი მარტო იმიტომ რომ გუნდი ათ წელიწადში ჭაობიდან მწვერვალზე ავიდა.ყველასთვის წარმატება მოეტანოს მთელი იუვეს სამყაროსთვის.მე ჩემი მხრივ სანუკვარ ოცნებასთან ერთან (ყურებიან თასს ვგულისხმობ)დე ხეას მოყვანას ვისურვე გუნდში

  6. ანონიმური says:

    ბერნა დიბალა კოსტა რონალდო მარტო ესენი რო გყავს და 1-0 თუნდაც 2-0 ზე თამაშს კეტავ არვიციი რააა….

  7. ტრიდე says:

    გილოცათ პირველი წრის წაუგებლად დასრულებას ალეგრი შენც გილოცავ პირადად როგორც ტრენერს 2 წრიდან კიდე უფრო მხეცი იუვე მანახე სულ დაგეშილი გოლოს გატანაზე სკუტეტო შენ იფიქრე რო მოიგე მარა გუნდს არ აგრძნობინო რო იტალიაში ყველაფერი მორჩა ლიგაზე კი იმედია გაიმარჯვებთ და შეხვალ კარგი ისტორიით იუვეს ოჯახში წარმატებები

  8. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ეს 1-0 ზე თამაშის მოკვლა დაივიწყეთ არარ არსებობს ეგ იმიტომ რომ გუნდში რონალდოა და ვინც არ უნდა დაავალოს ეგ რონალდო მასე არ იფიქრებს და ვერც გაუბედავენ. ა

  9. ლექსო ანთია says:

    სანამ 1-0 ის მერე თამაშის ჩაკვლას არ მოეშვება ლიგაზე ოცნებაც ზედმეტია,თავიდან რონალდოზე სწორად საუბრობდა სულ,ახლა დაიწყო რომ რონალდოსთანერთად შანსები იზრდება და გუნდი ნელნელა მასზე დამოკიდებული ხდება.ვციქრობ ეს ძალიან ცუდია.ის ფენომენია მაგრამ მარტო მის იმედად ყოფნა დაყუპავს გუნდს

  10. ლექსო ანთია says:

    ასეთი სამართლიანი პოზიციები ცხრილში რაც სერიალშია დიდიხანია არ მახსოვს.ყველა თავის პოზიციაზეა

  11. ლექსო ანთია says:

    პოტენციურად მომავალი საუკეთესო ფეხბურთელი ყავს და მოედანზე ისეთი როლი მოუძებნა პირველ წრეში 2 გოლი აქვს გატანილი.მცველებიც კი მეტს იტანს.მე დიბალა მართლა მგონია ძალიან მაგარი ფორვარდი და იმედია შემდეგი მწვრთნელი მას ფორვარდად გამოუყენებს

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      მე არსად არ მომწონს 100 მილიონად დაუფიქრებლად გავყიდიდ და ვიყიდიდი ისეთ ნახევარმცველს გამოუვალ მდგომარეობისას ფეხი რომ არ აუკანკალდება და ამრტივ გამოსავალს მოძებნის. აი ეს აკლია იუვეს, მეტოქის ზეწოლის დროს იბნევიან ბრინჯივით და ვინ ვის სად აძლევს პასს ვერ გაიგებ.

    • dato777 says:

      გასულ სეზონთან შედარებით წელს უკეთესია დიბალა მიუხედავად ცოტა გატანილი გოლისა, მსოფლიოს საუკეთესო არ მგონია გახდეს, ბერნა მირჩევია მე ლიაჩნად მენტალურად უფრო ძლიერი აჩანს

  12. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    რონალდოს ესპანეთში და იტალიაში გატანილი გოლები თუ მომენტები რომ შევადაროდ უდაოდ ცხადია ესპანეთში მეკარეები მატჩის დასაწყისშივე შეგუებულებია რიან რომ გოლს აუშვებენ მისგან და დიდად არ ეპიტნავებათ აქეთ იქით ხტომები,იტალიაში კი ცხოვრების დღეა რონალდოს პირისპირ თამაში

  13. ანონიმური says:

    ალეგრი გაიტანე გოლები თორე გაგიტანენ იუვედან

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »