Corriere dello Sport:”ბენატიას აგენტი პარატიჩის შეხვდა”

Corriere dello Sport-ის ცნობით გუშინ ერთმანეთს ფაბიო პარატიჩი და მედჰი ბენატიას აგენტი შეხვდნენ:

ფეხბურთელი არ მალავს უკმაყოფილებას საკუთარი ყოფით ტურინულ გრანდში. მიმდინარე სეზონში მაროკოელი მინდორზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება.

არ ხმაურდება დეტალები ამ შეხვედრის, თუმცა ფაქტია იუვემ ყველა წინადადება დაბლოკა რომელიც მედჰის თაობაზე იყო შესული. კერძოდ ფეხბურთელის მიმართ ინტერეს დორტმუნდის ბორუსია და გელზენკირხენული შალკე იჩენენ.

არ არის გამორიცხული ბენატიასთვის რაიმე გარანტიები მიეცათ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ალეგრის წლევანდელ არჩევანს ბონუჩი-კიელინის დაცვის დუეტზე, რთულად წარმოსადგენია რის საფუძველზე შეიძლება ბენატიას სათამაშო დრო არსებულად გაიზარდოს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »