ტურინელებმა კასტანოსთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ვინც იუვენტუსის პრიმავერას ცხოვრებას თვალყურს აქტიურად ადევნებს მათთვის გრიგორის კასტანოსის სახელი და გვარი უცხო არ იქნება:

ფეხბურთელი უკვე არაერთი წელია რაც ბიანკონერის პრიმავერას ღირსებას იცავს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში იგი უკვე ტურინელთა 23 წლამდელთა რიგებში ირჯება..

შეგახსენებთ, რომ იტალიური ფეხბურთის მმართველმა პირებმა გუნდებს უფლება მისცეს დაბალ დივიზიონში ბ გუნდები ჰყავდეთ.. იუვემ ისარგებლა არსებული შესაძლებლობით და სერია ც-ში 23 წლამდელთა გუნდით ასპარეზობს.

თავად კასტანოსთან კი კლუბმა არსებული შეთანხმება 2022 წლამდე გაახანგრძლივა. 1998 წელს დაბადებული შემტევი ტიპის ნახევარმცველი ამ პერიოდს კვლავინდებურად შავ-თეთრი ფერების ქვეშ გაატარებს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    ერთერთ ამხანაგურში მაცეკის და კასტანოსის თამაში ისე მომეწონა ვიფიქრე რა მაგარი ახალი თაობა გვყავს მეთქი,მაგრამ იმის მერე კარგი ვერაფელი ვნახე ამათზე

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »