ისკოს მეგობარი სოლარის:”შენ ფეხბურთში არაფერი გესაქმება”

ისკო ალარკონის მადრიდულ კარიერას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ადევს:

სიტუაცია ყოველი პრიმერას ტურის შემდეგ იძაბება, რომლის განმავლობაშიც ნახევარმცველი მთელ 90 წუთს ან უმეტესობას სათადარიგოთა სკამზე ატარებს..

ბეტისთან შეხვედრაში მას ასევე მოუწია მთელი შეხვედრის მოედნის მიღმა გატარება.. დიახ, სამართლიანობისთვის აღვნიშნოთ, რომ მადრიდელთა შემადგენლოაბ ძირითადათ გადახალისებულად გამოიყურებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ისკო ამ სეზონში სასტარტოში სულ 5-ჯერ გამოჩნდა უკმაყოფილების საბაბი ბუნებრივია ექნებოდა..

ისკოს ახლო მეგობარმა ამ მატჩის შემდეგ ვერ შეძლო ნერვებთან გამკლავება და სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა სამეფო კლუბის ამჟამინდელ დამრიგებელ სანტიაგო სოლარის:

“რა გესაქმება ფეხბურთში? ზუსტად იმდენივე ცოდნა გაქვს რაც მე ტექნიკის სფეროში! შენაირ ადამიანებს სახელი არ გააჩნიათ!”

აქვე ტუტოსპორტი იტყობინება, რომ რეალი კი განიხილავს ისკოს ტურინში ტრანსფერს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი საპირისპიროდ დიბალა გაემგზავრება..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დაფრინავს , რავი რა საბაბი უნდა იყოს , ზიზუ ამაზე მეტს ათამაშებდა .. მაგრად გამისწორდება ეს იუვეში

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მეც მიკვირს ამას რომ არავინ ენდობა ამგრამ ესეიგი არის რაღაც საბაბი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »