დელ პიერო 98 წლის ტრავმის სიმძიმეზე, ანიელიზე და გუნდზე რომელსაც მისი იმედი მუდამ ჰქონდა

ალესანდრო დელ პიერო იმ მძიმე ტრავმაზე საუბრობს, რომელმაც მის კარიერაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა:

“ტრავმის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე სიარულიც კი არ შემეძლო.. გადაადგილებას ეტლით ვახერხებდი ან საწოლიდან საერთოდ არ ვდგებოდი..

ბუნებრივია თამაშის გარეშე ყოფნა რთული იყო, რადგან სეზონის ის პერიოდი მოდიოდა, როდესაც მნიშვნელოვანი მატჩები იწყებოდა..

გუნდის საქმეები კი ამასობაში საკმაოდ ცუდად ვითარდებოდა.. ჩემპიონთა ლიგაზე, სასწორზე იდო ფინალში ზედიზედ მეოთხედ გასვლის შანსი..

პარტნიორები როგორც შეიძლებოდა მხარს მიჭერდნენ.. ბირინდელი, დი ლივიო და ზიზუ გამორჩეულად.. ისინი საწვრთნელი დღის შემდეგ მოდიოდნენ.. პიცა და ახალი ხუმრობები ყოველთვის თან ჰქონდათ..

კვირაში რამდენიმეჯერ მირეკავდი ადვოკატი, რომელიც დეტალურად ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით.. თუმცა, მან კარგად იცოდა სამედიცინო შტაბისგან თუ როგორ ვითარდებოდა სარეაბილიტაციო პროგრამა.. ერთ-ერთი საუბრის დროს ჯოვანიმ ახალ კონტრაქტზე დაიწყო საუბარი..

მას სურდა რომ მე კლუბის მხარდაჭერა მეგრძნო ასეთ მძიმე პერიოდში, რადგან პრესაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.. ეს სატელეფონო ზარი კი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან შვილივით მეპყრობოდა და არასოდეს შეეგუებოდა ჩემი გუნდიდან წასვლას.

ბუნებრივია სასიამოვნოა როდესაც კლუბს შენი იმედი აქვს.. როდესაც ბონიპერტი და სხვა გამორჩეული ფიგურები ცდილობენ არაფერი მოგაკლდეს..

თუმცა, ასეთი საუბრების შემდეგ ზეწოლას კიდევ უფრო მეტად ვგრძნობდი. ეს გრძნობა მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც ეტლს საბოლოოდ მოვწყდი და ფეხზე ადგომა შემეძლო, ხალხის წინაშე გამოსვლა.. ყავარჯნებით თუმცა მაინც სიარული..

საკმაოდ რთულია როდესაც კი გრძნობ მხარდაჭერას, მაგრამ მათ თვალებში შიშს ან შეცდომების მომენტს კითხულობ.. უაზრო განცდას, არადამაჯერებელს.. დაბრუნდება კი ისეთივე? ასეთი ეჭვების ქვეშ დიდი ხნის მანძილზე ვიყავი.. ეს ყველაფერი შიგნიდან მანადგურებდა.. მამამ ეს შეამჩნია და ერთ საღამოს პირდაპირ მითხრა:

“მერწმუნე ტრავმა შენ ცუდს ვერ გაგხდის.. შენ მხოლოდ ეს უაზრო აზრები თუ დაგღუპავს, რომლის ტყვეობაშიც ახლა იმყოფები.. შენ ხომ ოცნებობდი იუვენტუსში თამაშზე? ნუ მისცემ უაზრო აზრებს უფლებას ის ემოცია და მიღწევები დაანგრიო, რომელსაც მიაღწიე!

შენი შიში არის თავში, მაგრამ გულს და ფეხებს ის ვერაფერს ავნებს.. სწორედ გულით და ფეხით უნდა ითამაშო! მათ არაფრის ეშინიათ.. გული გიკარნახებს, როგორ წარიმართება ყველაფერი. გუნდს შენი სწამს, თავადაც მისი ერთგული ხარ.. შესაბამისად ურთიერთპატივისცემა და სიყვარული რომელიც ერთმანეთის მიმართ გაგაჩნიათ, ყველაზე მნიშვნელოვანია!”

ზაფხულში მოედანზე დაბრუნება მოვახერხე.. ჯანი ანიელიმ კი ერთპიროვნულად გააკონტროლა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გამეფორმებინა..

სწორედ ასე გავხდი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, მაგრამ სიმართლე ითქვას თავს უხერხულად ვგრძნობდი.. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი. თუმცა, ადვოკატი ორივეს მაგივრად იყო დარწმუნებული.

როდესაც 8 ნოემბერს უდინეზეს წინააღმდეგ ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე, სათადარიგოთა სკამზე მარჩელო ლიპი იჯდა.. ახლა კი ანჩელოტი..

არ ვიცოდი როგორ აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა.. გავხდებოდი კი ისევ მნიშვნელოვანი წევრი თუ სკამის ფეხბურთელად გადავიქცეოდი? პასუხი პირველსავე შეხვედრაში მივიღე, როდესაც ინძაგისთან და ზიზუსთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში აღმოვჩნდი.

ეს მატჩი იყო რეჯინას წინააღმდეგ, რომელიც არცთუ კარგად ჩავატარეთ.. დაპირისპირება 1-1 დასრულდა, მაგრამ კარგად მახსოვს 29 აგვისტოს როგორ თბილად დამხვდა იუვეს ტიფოზერია.. დიახ, ასეთი ემოცია დაუვიწყარია.

გარკვეულწილად ყველაფრის გვერდიდან ყურება ზოგჯერ კარგიც კი არის.. მთელი პირველი სეზონის მანძილზე მიწევდა მოსმენა, რომ დელ პიერო უკვე ისეთი აღარ არის.. მან სისწრაფე და თავდაჯერებულობა დაკარგა..

დიახ, არ დავმალავ ეს ასეა.. ტრავმის შემდეგ მსგავსი სისწრაფე ვეღარ დავიბრუნე. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კარიერა ახლიდან დავიწყე.. სხვა ასპექტების გაუმჯობესებაზე დავიწყე ფიქრი, რითაც კლუბს დავეხმარებოდი.

სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ კარიერა ორად გაიყო, ტრავმამდე როდესაც ახალგაზრდა, ძალღონით სავსე სასწაულებს ჩავდიოდი გუნდში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ ამარცხებდა და ტრავმის შემდეგ სადაც სისწრაფე დაკარგული, ფორმა დაკარგული გუნდის წევრი ვარ, რომელსაც ლიდერი ესაჭიროებოდა.

ლიდერი რომელიც დარტყმას საკუთარ თავზე მიიღებდა და მზად იქნებოდა, პასუხი გაეცა მათთვის  ვისთვისაც გუნდი ძვირფასი იყო”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    Forzaaa il capitano !!!

  2. ლექსო ანთია says:

    ფენომენი,მე გულწრფელად მგონია საუკეთესოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.ვიცი სუბიექტურია ეს აზრი მაგრამ ჩემს გულს ასე სჯერა.საუკეთესო ფეხბურტელი რომელის თამაშიც მინახავს

  3. ანონიმური says:

    იუვეს ნომერ პირველი ლეგენდა ძალიან დააკლდა ამის ქარიზმა.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »