კიეზა საკუთარ მომავალზე და სხვა საინტერესო საკითხებზე..

ფედერიკო კიეზას აქვს ამბიცია მამასავით წარმატებული გახდეს:

“სატრანსფერო ბაზარზე მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მათ თუ ვუყურე მაშინ საფეხბურთო კარიერა გვერდით ჩამივლის.. ფიორენტინაში მესამე სეზონს ვატარებ და ვცდილობ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

იუვენტუსი თუ ნაპოლი? და რატომ არა თუნდაც მილანი ან ინტერი? რომა და ლაციო? ვფიქრობ, ჩემი მხრიდან რომელიმეს მისამართით სიმპატიის გამოხატვა სწორი არ იქნება. ფიორეში თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ იებმა 2001 წელს იტალიის თასი მოიპოვეს და მაშინ დიდი წვლილი ნუნუ გომეშთან ერთად, მამაჩემმაც შეიტანა.. ასე რომ კარგი იქნება თუ მსგავსი მიღწევით თავს მეც მოვიწონებ.

ჩემი მშობლები მუდამ ცდილობდნენ, რომ საფეხბურთო კარიერის პარალელურად რაიმე გეგმა ბ მქონოდა.. მაგალითად ჩემგან შეიძლება კარგი ბოლოგი დამდგარიყო.. ბევრი დრო კი არ მქონია უნივერსტიტეტში, მაგრამ ვეცდები ეს ხარვეზი მალევე აღმოფხვრა.

დავიდე ასტორი? ის რომ აქ ყოფილიყო გვეტყოდა, რომ აუცილებელია მოძრაობა.. არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და მოძრაობა ყოველთვის წინ გავაგრძელოთ! ჩუმად მოვუსმენდი და ვეტყოდი, რომ ის აბსოლუტურად მართალია!

სიტუაცია ფლორენციელთა გასახდელში? როგორც ოჯახი.. არც ვაკლებ და არც ვამეტებ.. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი მწვრთნელია სურვილია გასახდელში იტალიური ენა ისმოდეს.. ხშირ შემთხვევაში ეს კი ასეა, მაგრამ არაერთხელ ვყოფილვარ იდუმალი თარჯიმნის როლში საკუთარი პარტნიორებისთვის..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »