შეშლილი მაქსი:”BBC ბრუნდება”

მაქსის ტრადიციული წინასამატჩო პრეს-კონფერენცია სასუოლოსთან შეხვედრას დაეთმო, რომელიც კვირას თბილისის დროით 18:00-ზე გაიმართება:

“პირველ რიგში ხვალინდელი გაზეთებისთვის კარგ სათაურს მოგაწვდით – BBC ბრუნდება! უკვე მომდევნო კვირაში სამივე მათგანი სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.. ერთადერთ უბრალოდ ფროსინონესთან დაპირისპირებას ბარძალი გამოტოვებს, რომელიც უკვე ამის შემდგომ შემოგვიერთდება..

როგორც ხედავთ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩვენს განკარგულებაში პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი იქნება გარდა კუადრადოსი..

რაც შეეხება შემადგენლობას.. გეტყვით, რომ დაცვაში ვფიქრობ დე შილიო, კასერესი, რუგანი, ალექს სანდროს ოთხეულს.. ხოლო კანსელუ კარგი იქნება სათადარიგოთა სკამიდან..

შუა ხაზში ხედირა იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ კი მინდორზე ბერნარდესკი გამოჩნდება.. დიბალასთან ერთდ ემრე ჯანს ან ბენტანკურს უნდა ველოდოთ.

დე ზერბიზე რა უნდა ითქვას.. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი იტალიელი სპეციალისტი.. მიუხედავად ასაკისა მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია მაღალ დონეზე მუშაობა.. დიახ, ახლა სასუოლოსთვის ამ შედეგს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მუდამ თამაშობენ გამართულ და კარგ ფეხბურთს.

ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ყოველ 90 წუთში 3-0-ს ითხოვენ, უბრალოდ რეალობას არიან მოწყვეტილები.. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 60 ქულა გვაქვს მოგროვებული და ჩემპიონატს დამაჯერებლად ვლიდერობთ.. ასევე რეკორდი გვაქვს დამყარებული დაცვაში საიმედო ასპარეზობით.. შესაბამისად ამ ბოლო ფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნით.

დიახ, დაცვამ არ ითამაშა კარგად, რომელიც უფრო მეტად ნახევარმცველების დამსახურებაა, თუმცა უშუალოდ მატჩი უდაოდ საინტერესო გამოდგა..

ჩვენი კონცენტრირება ახლა სკუდეტოზე უნდა მოხდეს.. არ მსურს ხელიდან გავუშვათ უმთავრესი სამიზნე.. ლიგაზე ბოლო ხანებში ბევრი მესმის, მაგრამ ეს ტურნირი არსად არ გაგვექცევა.. ახლა მთავარია შიდა ასპარეზზე მოვახდინოთ სრული მობილიზება.

კოშტასთან უცნაური სიტუაციაა.. ჯერ იყო და სეზონი საუცხოო ნოტაზე დაიწყო, შემდგომ სისულელე სასუოლოსთან, რასაც 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და მალევე ტრავმაც მოყვა.. ბრაზილიელი კი დაბრუნდა და კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ახლა ისევ ტრავმირებულია.

ორშაბათის ინციდენტი? თავისუფალ დროს ფეხბურთელს სრული უფლება აქვს როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე მოიქცეს.. უბრალოდ მათ ხშირად ვეუბნები, რომ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმაც.. დასვენების დღე მოთამაშემ ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს, მაგრამ არც ის პასუხისმგებლობა უნდა დაივიწყოს, რაც კლუბის მიმართ გააჩნია.

დიბალამ უკვე მოიხადა ბოდიში.. იგი შემთხვევით არ ატარებს იუვეში 10 ნომრიან მაისურს.. კლუბს მისი სწამს, ენდობა და მზად არის მძიმე დროს მხარში დაუდგეს.. ამიტომაც ჩნდება არგენტინელი კაპიტნის სამკლაურით, როდესაც კიელინი თამაშს ვერ ახერხებს.

ხშირად მესმის ბოლო ხანებში, რომ გოლების გატანას ჩვეულად ვერ ახერხებს.. არადა თუ გაიხსენებთ არგენტინელი იწყებდა და ამთავრებდა შეტევებს.. უბრალოდ მიმდინარე სეზონში მას განსხვავებული როლი აკისრია.. რატომ? იმიტომ რომ გუნდი მისგან ამ თვისებებს საჭიროებს!

იასპარეზებს თუ არა დიბალა? შეხვედრას ის ან ბერნარდესკი დაიწყებს..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    ფიორენტინას მეკარე ყავს თუ სუპერმენი კარში.რა მაგარი ბიჭია

  2. ვეგა says:

    კალვარეზეს დდშმ!

  3. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    ამ თამაშით ატლეტიკოს შანსი არ აქვს )) მითუმეტეს დაცვა თუ მოიხოდა იქამდე ))

  4. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ამ ატლეტიკოს ამდრიდშივე უნდა მოუმტავრონ საქმე თუ ტრადიციულად ნამეტან სიფრთხილეს არ გამოიჩენენ

  5. ლექსო ანთია says:

    ლიგაზე მოდუნება არ არსებობს.შეუძლებრლი.მითუმეტეს პლეიოფში

  6. ლექსო ანთია says:

    ატლეტიკოს ვუყურებ და ეს გუნდი ვერაა ჩვენი კინკურენტი.გასაკვირად სუსტი ჩანს დაცვაში,ნახევარდაცვასაც აკლია ფანტაზია.წესით არ უნდა გაგვიჭირდეს

    • ანონიმური says:

      რავი ალეგრისგან ფოკუსები არ გამიკვირდება სამწუხაროდ)) მარა წელს მართალია ვერ არის ატლეტიკო ისეთი, როგორც წინა წლებში. მარა მაინც სახიფათო გუნდია. არც 1 წამით მოდუნება არ შეიძლება

  7. ანონიმური says:

    ლიგა კი არა სერიალი არ გაიქცევა არსად ოეეე! შეშლილი კი არა გამო…ლია) ნერვები მეშლება ესეთ რაღაცეებს რო ბაზრობს)

  8. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ეს მაინც სერია ა ზე უბერავს )

  9. ანონიმური says:

    ალეგრი ლიგა დადე თორე გაგინებ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »