ინტერმა იკარდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა..

ნერიაძურის რიგებში სრული ქაოსი ხდება:

მაურო იკარდის ინტერმა კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად ჩამოართვა და ის კარის დარაჯ ჰანდანოვიჩს გადასცა..

კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა ორი ვარაუდი კი ნამდვილად არსებობს, რამაც ნერიაძურის ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა..

უკანასკნელ ხანებში ვანდა ნარა შანს არ უშვებს ხელიდან, რათა საჯაროდ გააკრიტიკოს როგორც კლუბის მესვეურები, ასევე მაუროს პარტნიორებიც კი..

ამ ყველაფერმა გასახდელში სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია და იკარდის ვანდას დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, რამაც დამატებითი აგრესია გამოიწვია..

მეორე ვარაუდი უშუალოდ მასთან გაწელილ მოლაპარაკებებს ეხება.. ვრცელდებოდა ცნობები თითქოს მაუროსთან მილანური კლუბის პირველმა პირებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და ახალი კონტრაქტით იგი სეზონში 7 მილიონს მიიღებდა..

ყველაფერთან ერთად იკარდი მოახლოებულ ევროპა ლიგის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან იგი განაცხადშიც კი არ შეიყვანეს.

არსებულმა ცნობებმა ბუნებრივია გაამძაფრა საუბრები, რომ იკარდი უკვე ამ ეტაპზე ეძებს სხვა კლუბს და იუვენტუსი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად სახელდება.. ტურინელებს არასოდეს დაუმალავთ მის მიმართ სიმპატია და არაა გამორიცხული მოლაპარაკებებში მართლაც ჩაერთონ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    იუვეს ჭირდება თავისი ჭკუით და საღად მოაზროვნე იგროკები და არა ცოლისგან მართული მონები.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »