დიბალა – სალაჰი – მბაპე

ტუტოსპორტი დიბალას და სალაჰის თემას ეხმაურება:

ბოლო ხანებში სხვადასხვა გამომცემლობა აქტიურად იწერება იუვეს მოჰამედ სალაჰით დაინტერესების თაობაზე.. კონკრეტული ციფრებიც კი გაჟღერდა, რომლის სანაცვლოდაც ეგვიპტელი ტურინში გადაბარგდებოდა..

საუბარი ეხება 200 მილიონ ევროს რომელიც ბრიტანულმა გამომცემლობებმა გააჟღერეს. დიახ, ზუსტად იმ ჟურნალ-გაზეთებმა, რომლებიც რემზის კონტრაქტზე ირწმუნებოდნენ თითქოს იუვე უელსელს წელიწადში 20 მილიონს გადაუხდიდა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა..

ტუტოსპორტის ცნობით, სიტუაცია ახლა შემდეგნაირად დგას.. დიბალას ურთიერთობა ალეგრისთან იდეალურთან ახლოსაც კი არ დგას და ამიტომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ არგენტინელმა გუნდი უახლოეს პერიოდში მართლაც დატოვოს..

მისით არაერთი გრანდი ინტერესდება და ერთ-ერთი ბოლო ცნობა მანჩესტერ სიტიზე გამოქვეყნდა.. გუარდიოლამ ერთ-ერთი სკაუტიც გააგზავნა გასულ თვეს, რათა დიბალა საქმეში ეხილა და მისთვის საჭირო ცნობები მიეწოდებინა..

კიდევ ერთი ვარიანტი კი თავად ლივერპულია.. ბიანკონერი მზად არის სალაჰის ტრანსფერი განიხილოს რაციონალურ ფასად და ეს ციფრი არ უნდა ცდებოდეს დიბალას ამჟამინდელ ღირებულებას.. დიახ, თუ ლივერპული თანახმა იქნება სალაჰის სანაცვლოდ დიბალას ინგლისში გადასვლას დათანხმდეს, მაშინ აღნიშნული გარიგება შედგება..

სხვა მხრივ იტალიელები 200 მილიონიან ინვესტიციას ეგვიპტელში არ განახორციელებენ, რადგან ერთადერთი შემტევი ვისშიც ამხელა თანხას დააბანდებენ იქნება კილიან მბაპე.. დიახ, ფრანგი კვლავინდებურად აქტიურად მოიაზრდება ტურინელთა მთავარ სატრანსფერო სამიზნედ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    თუ დიბალას გაუშვებთ მხოლოდ მბაპე თუ იქნება უკეთესი არანაირი სალახი

  2. ვეგა says:

    აი რამდენი იგროკი უნდა შეეწიროს ამ *ლე ტრენერს! ეს შემოგზავნილი ხომ არააა ამის ოჯახს დაა**ვა მთელმა მსოფლიომ!

  3. ალექსანდერ says:

    სალაჰსნაპოვნი აქსვს ტავისი ადგილი და ჯობია მანდ დაეტიოს.

  4. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    დიბალას ყველგან გაუჭირდება რადგან მისი სტილის და პოზიციის ფეხბურთს არავინ თამაშობს. ნაკრებშიც იმიტომ ვერ მოიკიდა ფეხი თორემ აბა სად და როდის გინახიათ 150 მილიონად შეფასებული ფეხბურთელი ნაკრებში თითო ოროლა მატჩს ატარებდეს წელიწადში?

  5. ანონიმური says:

    ორივე მაგარია სალახიც და მბაპეც მაგრამ მაინც ალბათ მბაპე ჯობია ასაკიდან გამომდინარე მისი ფასი შეიძლება იყოს 200 მილიონი და სალახი კი ალბათ 150-160 მილიონი ისე სალახი სუფთა კილერია მართლაც სასწაული თავდამსხმელია

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »