სპინაცოლა:”ვოცნებობდი იუვეს ძირითად გუნდში მოხვედრაზე”

ლეონარდო სპინაცოლა ბედნიერია უკანასკნელი ნახევარი წლით, რომელიც ტურინში გაატარა:

იყო ამ გუნდის ნაწილი არის უდიდესი ბედნიერება.. ყოველდღიურად ვოცნებობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს იუვენტუსის შავ-თეთრ მაისურს მოვირგებდი..

უკანასკნელი რვა წლის მანძილზე მაკვირდებოდნენ და ყოველთვის დიდ ნდობას მიცხადებდნენ.. ამ ყველაფრის გამო კლუბის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა გამაჩნია..

დღეისათვის თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვყოფილიყავით და ახლა ჩვენი მიზანი შედეგის გამყარება არის.

ჩემპიონთა ლიგა ბუნებრივია ჩვენი მიზანია, თუმცა მასსზე ფიქრს ფროსინონესთან დაპირისპირების შემდეგ დავიწყებთ. ესპანელებთან უდაოდ ძალზედ საინტერესო 180 წუთიანი ბრძოლა გველის.

მარკო ბარონისთან შეხვედრა? მიხარია, რომ მისი ხილვის საშუალება მომიწევს.. ფროსინონემ კარგი არჩევანი გააკეთა, რადგან ამ ადამიანთან პრიმავერაში მაქვს ნამუშევარი და ვიცი რაოდენ დიდი პროფესიონალია.

სხვათაშორის 15 წლის როდესაც ვიყავი, მან მითხრა რომ თუ წარმატების მიღწევა მსურს მაშინ განაპირა მცველის პოზიციაზე გადასვლა მომიწევს.. არადა ჩემი სურვილი ნახევარდაცვაში ყოფნა იყო. ზუსტად 5 წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და ვუთხარი, რომ იგი მართალი იყო.

ნაკრებში კარგი სიტუაციაა, რადგან არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც განაგრძობენ პროგრესირებას და მათზე იდგება გუნდი უახლოეს წლებში. ბევრი შრომა მოგვიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სწორ გზაზე ვიმყოფებით. ჩვენი მიზანი არის ევრო 2020-ზე მოხვედრა”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »