ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაქს ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“ბიჭებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს. ეს იყო მისი მხრიდან მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, ხასიათის და სწორი საფეხბურთო აგრესიის დემონსტრირება! სწორედ ამას ველოდი პირველ შეხვედრაში, სადაც ვერ შევძელით გარკვეული დავალებების შესრულება.

ამ თამაშზე ბევრს ვფიქრობდი.. შევიტანე გარკვეული ცვლილებები, როგორც შემადგენლობაში, ასევე ტაქტიკურ დავალებებში.. ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე გამოვიდნენ იყვნენ განსაკუთრებულნი! პირველ შეხვედრისგან განსხვავებით აქ ბურთს სწრაფად ვათამაშებდით და ართმევაზეც ჩინებულად ვმოქმედებდით..

სპინაცოლა აპლოდისმენტებს იმსახურებს! მარცხენა ფლანგზე მისი თავდაჯერებული ასპარეზობა განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ასევე საოცრად კარგად მოქმედებდა ბერნარდესკის.. ეს მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია! ძალიან კარგად ვიცი რაოდენ მაღალი დონის არის ფედერიკო და ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ მისი აქ ყოფნით!

ემრე ჯანისთვის ეს შეხვედრა იუვენტუსის მაისურით იყო საუკეთესო! სხვათაშორის პირველ შეხვედრაში ანალოგიური რამ ბენტანკურსაც დავავალე.. ახლა ჯანი უფრო სიღრმეში მოქმედებდა და აძლევდა საშუალებას კანსელუს და სპინაცოლას ფლანგები დაეტოვებინათ. გერმანელი თანაბრად კარგი იყო შეტევშიც და დაცვაშიც.. მისი მოქმედებები გუნდს დამატებით სიმშვიდეს სძენდა.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ ლემარის ეპიზოდი გადამწყვეტი იყო.. მან ვერ გამოიყენა საკუთარი შანსი და ახლა ჩვენი დრო იყო სიჩქარე მოგვემატებინა, საბოლოო შტურმი მოგვეწყო და მეტოქე საბოლოოდ გაგვეტეხა. ანალოგიური იყო რეალთან პირველი შეხვედრის შემდეგაც, სადაც გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

გულშემატკივრებმა, კლუბმა და ფეხბურთელებმა დიდი სიამოვნება მიიღეს! მათ ეს დაიმსახურეს, რადგან იუვენტუსი დიდი კრიტიკის და ზეწოლის ქვეშ, ყოველთვის მზად არის ყველაფერს მოედანზე უპასუხოს.

შესაძლოა უნაკლოდ არ გვითამაშია, მაგრამ მატჩის ბოლომდე ვიყავით კონცენტრირებული.. ქამბექის იდეა ეტაპობრივად იზრდებოდა რაც ჰქმნიდა შანს, რომ ეს მატჩი ნერვოზული გახდებოდა.. ბიჭებს ვუთხარი რომ ცივსისხლიანები ყოფილიყვნენ და ყოველთვის გონებით ემოქმედათ.

უცნაური იქნებოდა რონალდუს რომ ჩემპიონთა ლიგა ერთი გატანილი გოლით დაესრულებინა, თუმცა დღეს მთელმა გუნდმა ერთად მუშტად შეკრულმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა!

ახლა უკვე ლიგის მთავარი ფავორიტები ვართ? არა! ერთ-ერთი პრეტენდეტები ვართ! ასეთი თამაშის მერე რომ დავტოვოთ ტურნირი, სათქმელიც არაფერი გვექნება. თუ ასეთი მაშტაბის ტურნირის 1/8 ფინალში ვერ ღებულობ მონაწილეობას, მაშინ რაღაც უაზრო ოცნებებს უნდა შეეშვა.. თუ ჯგუფურ ეტაპსაც ვერ ლახავ, მაშინ ევროპა ლიგა არსებობს.. წარმატება მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად!

კრიტიკას რა პასუხი უნდა გავცე? ხუთი წლის მანძილზე 4 სკუდეტო და თითქმის მე-5 მოვიგეთ.. 2-ჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ოთხჯერ მოვიგეთ იტალიის თასი. რა უნდა გავაკეთო კიდევ? წესით და რიგით სწორედ კრიტიკოსებს ურჩევნიათ გამოკვლევა ჩაიტარონ.. ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკა სწავლისკენ მიბიძგებს..

ბუფონის პოსტი ინსტაგრამზე? დიდ მადლობას ვუხდით ჯიჯის, რომელიც იუვენტუსის ისტორიას დიდი ასოებით წერდა! ვუყურებდით პსჟ-ს მატჩს და განვიცადეთ მისი იმედგაცრუება. ვეცდებით მთელი გზა გავიაროთ, რომ ჯიჯი ჩვენთან ერთად იყოს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. ტრიდე says:

    ალეგრი ეს გუნდი მანახე ყველა თამაშში კაცურად

  2. ლექსო ანთია says:

    ყველა ის ტკივილი გამიქრა რაც ამის სვარკისგან მივიღე.საოცარი საღამო იყო არასდროს დამავიწყდება

  3. 10_means_alex says:

    ემრე ჯანი იყო საოცარი, ბრავო ალეგრი, ბრავო ტურქს :forza: :forza:

  4. ანონიმური says:

    ძალიან მაგარი მატჩი იყო შესანიშნავად გაართვეს თავი ბიჭებმა ალეგრის სიტყვებს დაუკვირდით წინა მატჩზე ჩემი დავალება ბიჭებმა ისე ვერ შეასრულესო ანუ არაა ეგრე რო ყველაფერი ალეგრის ბრალდება თვითონ იგროკებმაც უნდა მოინდომონ და შედეგი დაიდება ნუ ალეგრის კრიტიკა პრობლემა არაა და საერთოდ არავისი მარა ამ კაცს გა..ჯ…ს თავზე აგინებენ ბოლო ხმით აი მე ვერ ვგებულობ რატო ნუ ყველას თავისი შეხედულება აქვს მაგრამ ვიყოთ ობიექტურები კაცი არის უძლიერესი ტაქტიკოსი და შესანიშნავად უძღვება მის საქმეს და როცა იწერება მისი შეცვლა დეშამით ან კონტეთი უბრალოდ წარმოუდგენელია არ მესმის რატო???ის იუვესთან ერთად დადებს ლიგას მე ამის მჯერა და წარმატებასაც ვუსურვებ მას მთელი გულით :juvee:

    • OLD Juventus says:

      ალეგრია პრობლემა მაშინ როცა ისეთ შემადგენლობას დააყენებ, რომელიც მთლიანად დაცვაზეა ორიენტირებული, დეშილიო რად ღირს თუნდაც…

      როცა დეშილიო, მატუდი, მანძუკიჩი, დიდი ნაწილი პიანიჩიც არ იყო ვერ გაათამაშებ ბურთს, ასე რომ ცოტა ბურთის დამჭერი ნახვერცველი ჭირდება გუნდს ერთი…

  5. ანონიმური says:

    ესე უნდა გააგრძელოს

  6. ანონიმური says:

    კრიტიკოსებს ურჩევნიათ გამოკვლელა ჩაიტარონ ალეგრიიიიიი :lool: :lool: :lool: :givi: :givi: :givi: :love: :love: :love: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  7. bugitto bugitto says:

    გამარჯობათ ბიჭებო. საუკუნეა კომენტარი არ დამიდია, მაგრამ სულ შემოვდივარ აქ. ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა ამ კაცზე 5 წელია გუნდშია და 2 ფინალი. 3 მაგარი ქამბექი ბავარიათან სადაც 0:3 ტყუილად არ ჩაგვითვალეს გოლი. რეალთან 0:3 და ბოლო წუთზე უაზროდ დადებული პენალთი. და ეხლა ატლეტიკო. ეს ნიშნავს ამ კაცს აქვს საოცარი უნდარი დასკვნების გამოტანის და სუსტი წერტილების დანახვის მოწინააღმდეგის. ალეგრის ფანი არ ვარ მარა ძალიან მაგარია და შეე..ით თუ გინდათ. ჯერ ისე დამუხტა გუნდი 3 კვირაა იძახის მჯერა მჯერაო გავალთო რომ გუნდი დაერწმუნებინა ძალებში. მოკლედ ფორცა იუვე :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »