დელ პიერო იუვენტუსის საოცარ “ქამბექზე”

ბიანკონერის ექს კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო გუნდის ასპარეზობაზე:

“ეს იყო ტრიუმფალური ასპარეზობა! ალეგრიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.. იგი სულით-ხორცამდე გრძნობს თუ რა დროს, რა გადანაცვლებები უნდა განახორციელოს სასურველი შედეგის მისაღწევად..

თუ პირველ შეხვედრაში გუნდი არაკომპაქტურად გამოიყურებოდა, მაშინ ტურინში ჩვენს წინაშე საერთოდ სხვა სიტუაცია იყო.. მწვრთნელმა ზუსტად ააწყო პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე თამაშის სცენარი და ფეხბურთელებმა დავალებებს თავი იდეალურად გაართვეს.

რონალდუ? პორტუგალიელი ამ ტურნირისთვის არის შექმნილი.. ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანოს დარი გამოცდილება და სულისკვეთება იშვიათად თუ მინახავს.. იგი განსაკუთრებულად დამუხტულია, რადგან გამარჯვებისთვის ცხოვრობს.. იუვენტუსის და მისი მენტალიტეტი კარგად ემთხვევა ერთმანეთს.

მაგრამ ამავე დროს სხვა მოთამაშეების ასპარეზობაც აპლოდისმენტებს იმსახურებს.. ერთი სიამოვნება იყო მოედანზე მყოფი იუვენტინოების ყურება.. ბერნარდესკიზე იმდენი ითქვა და დაიწერა, თავს მოვალედ ვთვლი რომ შევაქო.. იტალიის ნაკრები სანდო ხელშია, რადგან ფედერიკო საოცრად შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რომელიც უკან არასოდეს დაიხევს საკუთარი თანაგუნდელებისთვის”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »