მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ატლეტიკოსთან შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ, აუცილებელია საჭირო ბალანსი ვიპოვოთ და სერია ა-ს მატჩებზე გადავერთოთ.. მათემატიკური თვალსაზრისით ნაპოლის ჯერ კიდევ აქვს 90 ქულის მოგროვების შანსი და შესაბამისად, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

რონალდუ არ იქნება ჩვენთან ერთად გენუაში და საქმე რაიმე სახის პრობლემაში არ არის.. როგორც მოგეხსენებათ იგი პორტუგალიის ნაკრებში ბრუნდება.. ბოლო ხანებში ბევრი თამაში დაუგროვდა და ყოველ მეორე დღეს კრიშტიანოს გამოყენება რისკის ქვეშ დაგვაყენებდა..

მათემატიკური თვალსაზრისით ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ხუთი გამარჯვება, რათა სკუდეტო 100%-ით გავინაღდოთ. გენუაში იოლი მატჩი არასოდეს გვაქვს და ამიტომ ბიჭებისკენ მაქსიმალურ კონცენტრირებას ვითხოვ.

1/4 ფინალი და აიაქსი? ორ მატჩიან დაპირისპირებაში შენ გაქვს საშუალება შეცდომები გამოასწორო, თუმცა გაცილებით მარტივია როდესაც პირველივეში აღწევ სასურველ შედეგს. აიაქსთან შეხვედრა უფრო განსხვავებული იქნება.. შეცდომაში არავინ შევიდეს და ამსტერდამელებთან მოახლოებული დაპირისპირება იოლად არავინ მონათლოს..

იქნება თუ არა ატლეტიკოსთან დატესტილი სქემა ამუშავებული მოახლოებულ მატჩებშიც? სავსებით შესაძლებელია, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებული არის ცალკეული მოთამაშეების მახასიათებლებზე. ფაქტია, ჯერჯერობით გარკვეული ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და ეს ვარირების საშუალებას მიზღუდავს.

მადრიდში ჩვენ ანალოგიური რამ დავგეგმეთ.. უბრალოდ დე შილიო არცთუ ისე აქტიურად გადადიოდა შეტევაში, როგორც ამას კანსელუ ახორციელებდა.. ბენტანკური არ იყო იმდენად მობილური და საიმედო როგორც ემრე ჯანი, ხოლო დიბალას არა აქვს ისეთი მახასიათებლები როგორც ბერნარდესკის.

მერწმუნეთ თამაშის სცენარი იდენტური უნდა ყოფილიყო რაც თითოეულმა თქვენგანმა ტურინში იხილა.. და რა გავაკეთეთ ჩვენ პირველი მატჩის შემდეგ?უბრალოდ მოთამაშეები შევცვალეთ!

ჯენოასთან სავსებით შესაძლებელია კიელინის და მატუიდის ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ.. გიდასტურებთ, რომ კარს პერინი დაიცავს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    ამ ადამიანის სახელის გაგონებაც კი მაღიზიანებდა,მაგრამ ასეთი თამაშები შემთხვევით არ გამოდის.თუმცა ისევ უსახური და მშიშარა იქნება და საბოლოოდ დაკარგავს ავტორიტეტს .უკვე მისი კარიერაა სასწორზე,შეუძლია ისტორიულ შედეგს მიაღწიოს ან Iსეთივე ნაცრისფერი იყოს როგორიც ამ თამაშამდე

  2. ბურზო says:

    ალე გრი უნდა წავიდეს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »