ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

პერინი – 6 – პირველ ტაიმში ორი რთული ბურთი მოიგერია და იუვე თამაში დატოვა. მეორე ტაიმში უძლურია სტურაროს და პანდევის დარტყმულებზე.. ზოგიერთი პირველ ბურთში მას ადანაშაულებს.

კასერესი – 5 – საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა როგორც პოზიციურად, ასევე ერთი-ერთზე თამაშის დროსაც..

ბონუჩი – 6 – დირიჟორობდა მის წინ მყოფ ორ მცველს.. ცდილობს პარტნიორების მომარაგებას დიაგონალური გადაცემებით, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს.. დაცვაში მისი რაიმეში ასე ღიად დადანაშაულება რთულია..

რუგანი – 5 – პრობლემებს განიცდის განიცდის 1-1-ზე თამაშისას.. პანდევის ეპიზოდზე ვერაფრით ახერხებს მაკედონიელის შეჩერებას.

კანსელუ – 6 – მარცხენა ფლანგისგან განსხვავებით უფრო ენერგიულად მოქმედებს.. საგოლე გადაცემასაც კი აძლევს დიბალას რომლის გოლი ვარ-მა გააუქმა..

ემრე ჯანი – 6 – ნახევარდაცვიდან უდაოდ საუკეთესოა, მაგრამ რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს მარტო იყო დარჩენილი.. ყველაფერთან ერთად საყრდენი ზონიდან ოდნავ წინ მოქმედებდა, სადაც მისი მაინც და მაინც კომფორტული ზონა არ არის..

პიანიჩი – 5.5 – არცთუ იდეალური დღე ბოსნიელი შუახაზელისთვის.. ცდილობდა პირველ ტაიმში დიბალასთან კომბინირებას, მაგრამ უშედეგოდ.. მეორე ტაიმში მეტოქის პრესინგის ქვეშ საერთოდ აორთქლდა.

ბენტაკური – 5 – იწყებს ნორმალურად, მაგრამ ეტაპობრივად აგდებს ტემპს.. აგებს ორთაბრძოლებს და აკეთებს არაზუსტ გადაცემებს.. ართმევებზეც არაეფექტურად მოქმედებს..

სპინაცოლა – 78 წუთიდან – შეფასების გარეშეა რადგან 12 წუთში რთულია რაიმეს ჩვენება მოასწრო.. მაგრამ ფაქტია კარგ ფორმაშია და ჯობდა სასტარტოში გამოჩენილიყო.

მანჯუკიჩი – 5 – ხორვატი აშკარად არ არის ფორმაში.. 3-5-2-ში მისი ფორვარდის პოზიციაზე გადაწევამაც არ გამოიღო შედეგი..

კინი – 74 წუთიდან – შეფასების გარეშე იმავე მიზეზით როგორც სპინაცოლა.. თუმცა ამ ორის თამაშის წყურვილიდან გამომდინარე, მსგავსად ლეონარდოსი მოიზესიც კარგი იქნებოდა თუ შეხვედრას სასტარტოში დაიწყებდა.

დიბალა – 6 – შეიძლება მატჩის გმირიც კი ყოფილიყო, რომ არა ვარ-ის ტექნოლოგია.. სწორედ მან გააუქმა არგენტინელის მიერ გატანილი გოლი. სხვა მხრივ ეს ის შეხვედრა იყო, სადაც არგენტინელი გუნდს უნდა დახმარებოდა და გუნდსაც ეფექტური ასპარეზობა მართებდა.. სამწუხაროდ დავალებას თავი ვერცერთმა ვერ გაართვა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. დავით 1221 says:

    არვიცი ვინ დავადანაშაულო მარა 2174 ლარს ვიგებდი და 0.5ზე მეტი გოლი მეწერა იუვესი ყველაზე პატარა კუშიანი , ლივერპულის მოგება და იგებს ეგ უკვე და ალეგრი თუ ვინც ხარ შენი არასწორი ქვეშაჯვია დ.. კურდღელია გიჟი მაქსი კიარა

  2. ლექსო ანთია says:

    “მაესტროს “ შეგასება?ვხუმრობ,მოსალოდნელი იყო.მკიდია სერიალი,მთავარი ვიცით რაც არის

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »