რუგანი:”ჩვენი მთავარი სურვილი მადრიდში ლიგის თასის აღმართვაა”

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ რუგანი ოფიციალური გვერდის მედია ჯგუფს გაესაუბრა:

“დიახ, ნამდვილად ის არის რისთვისაც ყოველდღიურად ვიხარჯებოდი! ეს არაჩვეულებრივი დღეა და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სადებიუტო შეხვედრა სევილიას წინააღმდეგ, რომელიც 2015 წელს შედგა.. ესპანელთა წინააღმდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ და მინდორზე გატარებული წუთები არასოდეს დამავიწყდება.

იტალიის თასსზე ჩემი დებიუტი ასევე წარმატებული გამოდგა.. ტურინულ დერბიში მეტოქე 4-0 დავამარცხეთ.. პირველი გოლი კი კარპისთან შეხვედრაში გავიტანე.. ეს იყო რთული სეზონი მაგრამ მოვახერხეთ დაბრუნება და საოცარი სკუდეტოს გაფორმება!

მცველისთვის გოლის გატანა ორმაგად სასიხარულოა, რადგან კი ვღებულობთ სიამოვნებას, მაგრამ სიმართლე ითქვას ეს ჩვენი მთავარი დანიშნულება არ არის.. ჩვენთვის უპირველესყოვლისა სასიხარულო არის ორთაბრძოლების მოგება და კარის მშრალად შენახვა.

ჩვენი მთავარი ოცნება დასამალი არავისთვის არის.. მადრიდში ამ საოცარ არენაზე დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა! აი ეს ნამდვილად არის იუვენტუსის მთავარი სურვილი!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »