ახალი ცნობები ყველა ტრავმირებულ იუვენტინოზე

პოზიტიური ცნობებია კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით:

ფეხბურთელი ყოველდღიურად გადის სამედიცინო შემოწმებას და როგორც იტალიური მედია იტყობინება, პორტუგალიელის სარეაბილიტაციო კურსი პროგრესულად ვითარდება.

ბოლო ცნობებით, იგი მოახერხებს აიაქსის წინააღმდეგ მინდორზე გამოსვლას, ხოლო მილანთან შეხვედრაში არ არის გამორიცხული განაცხადშიც შევიდეს.

გამოჯანმრთელების გზას ადგას ლეონარდო სპინაცოლაც.. როგორც ჩანს მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მარცხენა მცველი ინტენსიურად ვარჯიშობს და არაა გამორიცხული რონალდუს მსგავსად განაცხადში როსონერის წინააღმდეგ ისიც მოხვდეს..

მანჯუკიჩი და დიბალა ასევე შეუდგნენ სრული დატვირთვით ვარჯიშს.. შესაბამისად მილანთან ორივე მათგანს უნდა ველოდოთ.

დუგლას კოშტაზე ყველაფერი ხვალ გადაწყდება.. როგორც ჩანს ბრაზილიელს ბოლო სამედიცინო ტესტების გავლა მოუწევს და თუ წარმატებით ჩააბარებს, მაშინ მოედანზე დაბრუნება შეეძლება.

ხედირას კიდევ დაჭირდება გარკვეული პერიოდი ფიზიკური კონდიციების აღსადგენად.. შესაბამისად უახლოეს ორ მატჩში გერმანელს ნაკლებად უნდა ველოდოთ.

კასერესმა დაზიანება კალიარისთან შეხვედრაში მიიღო და მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შესაბამისად ნაკლებად მოსალოდნელია ურუგვაელი მილანთან ვიხილოთ.

პერინის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და შესაბამისად ალეგრი მის განაცხადში შეყვანას უკვე აიაქსთან მოახერხებს.

კუადრადო და ბარძალი უკვე დიდი ხანია ლაზარეთში იმყოფებიან. თუმცა, აპენინური მედიის მტკიცებით სულ მალე ისინი მოედანზე ინტენსიურ ვარჯიშებს შეუდგებიან.


სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. FC JUVENTUS says:

    აუ იმენა პანსიონატი გაიჩითა… ერთდროულად 10 კაცი ტრამვირებული და ამ 10დან უმრავლესობა ძირითადისაა და დანარჩენებიდან არცერთი არაა ღრმა ზამენა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »