მარჩელო ლიპი იტალიელ მწვრთნელებზე და 2006 წლის ტრიუმზე

მარჩელო ლიპი მაქს ალეგრიზე, ჯენარო გატუზოზე, კარლო ანჩელოტიზე და რობერტო მანჩინიზე საუბრობს:

ალეგრის ჩემი დაცვა არ ესაჭიროება.. იგი საკუთარ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება და შედეგები თავადვე სცემს ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს.. ჩვენ ორივენი ტოსკანიდან ვართ და სათადარიგოთა სკამიდან ყველაფერს ბრწყინვალედ ვხედავდთ.

კარლოს ჩემგან არაფერი ესწავლება.. ეს არის სპეციალისტი, რომელიც დედამიწის ზურგზე აბსოლოტურად ნებისმიერ გუნდს მოუხდებად.. შესაბამისად ანჩელოტიმ ყველაზე კარგად იცის თუ როგორ უნდა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა.. ორი აზრი არაა, რომ სარის შემდეგ ნაპოლის სწორედ მსგავსი კალიბრის ადამიანი ჭირდებოდა.

რაც შეეხება გატუზოს მან უკვე დაუმტკიცა ყველას, რომ მხოლოდ აგრესიის ხარჯზე არ აღწევს წარმატებას.. უფრო მეტი, ჯენაროს გააჩნია საინტერესო ტაქტიკური და ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომელიც როსონერის კარგად მოუხდა. ვფიქრობ, მან მილანის კრიზისიდან გამოსაყვანად ყველაფერი გაიღო.

ხშირად ვადევნებ თვალს 2006 წლის ტრიუმფს.. ეს არის საოცარი ემოციების ზღვა.. გუშინ, კორვეჩანოს ბაზაზე ვიყავი და ფოტოები, რომლებიც აქ იყო განთავსებული მახსენებს იმ არაჩვეულებრივ პერიოდს..

მანჩინი? მან კარგი გუნდი შეკრიბა და მათ სწორად უძღვება.. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ბალანსის პოვნა და ვფიქრობ რობერტომ მას უკვე მიაგნო”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »