ტუტოსპორტი:”იუვე, შენ შეგიძლია მისი გაფორმება”

ჟოაო ფელიში ტურინელთა ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე ხდება:

ბენფიკას ახალგაზრდა შემტევის მიმართ ბიანკონერი ინტერეს უკვე დიდი ხანია იჩენს და როგორც ტუტოსპორტი გვარწმუნებს, ზაფხულში ნამდვილი შტურმია მოსალოდნელი მის შესაძენად.

აინტრახტთან თავისი მესამე გატანილი გოლის და პირველი ჰეთრიქის შემდეგ ბენფიკას რიგებში, მან ვერ მოახერხა ემოციების შეკავება და თვალცრემლიანი აღნიშნავდა პარტნიორებთან ამ საოცარ ფაქტს.

როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, კრიშტიანო რონალდუმ მატჩის დასრულებისთანავე დაურეკა 19 წლის შემტევს და აღნიშნული ფაქტი მიულოცა.. სხვათაშორის სწორედ იუვენტუსის 7 ნომერია ფელიშის კუმირი და მასთან ერთად თამაშზე ოცნებობს.

ეს ფაქტი, უდაოდ წაადგება იუვეს სასიკედოთ, სხვა ყველაფერთან ერთად.. ტუტოსპორტის მტკიცებით ფაბიო პარატიჩმა უკვე დაიწყო ჟორჟ მენდეშთან მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ მინიმუმ 100 მილიონი ინვესტირება მოახდინონ, დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესპექტიულ შემტევში..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    რა მაგარი ბიჭია ! რა ლამაზ პასებს აკეთებს , პასის სიჩქარე როგორი მოზომილი აქვს , დელპიეროს მაგონებს პასებით . გააზრებულად გადაადგილდება მოედანზე … დახატავს იუვეს!

  2. ტრიდე says:

    მართლა კარგი შენაძენი იქნება მიდი იუვე ასე ახალგაზრდა ტალანტები

  3. Giampiero Boniperti araba says:

    ეს თუ გაიფორმა იუვემ მაშინ გავარტყი დე იონგს :chuvak:

    • ანონიმური says:

      ერთმანეთს რატომ ადარებ დე იონგი სხვა მახასიათებლების მოთამაშეა და უფრო სიღრმიდან უწევს თამაში ეს კი ტიპიური შემტევია თან უფრო ფლანგელი.

      • Giampiero Boniperti araba says:

        ეს შემტევი ნახევარმცველია, იონგი ჩამშლელი ნახევარცველი, მაგრამ ისეთი ტექნიკურია ჩვეულებრივად ითამაშებდა შემტევადაც. რავი ბევრი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს. აი დეიონგი და ფელიქსი რომ ყოფილიყო ერთად იუვეში ეგ იქნებოდა ბომბა :-D

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »