ტუტოსპორტი:”ბარსა თუ იუვე? რაიოლა ანიელის ირჩევს”

მატიას დე ლიგტის მომავალი უფრო და უფრო უკავშირდება ტურინულ გრანდს:

ბიანკონერის მესვეურები აიაქსთან მატჩისას საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ჰოლანდიელ მცველში ინვესტირება სწორი ნაბიჯი იქნება..

ფეხბურთელმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ და საუბრები მისი იუვეს რიგებში გადაბარგებაზე მეტად გააქტიურდა..

ბარსელონა თავის მხრივ ტურინელთა მსგავსად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ გარიგებაზე, თუმცა საგულისხმოა რომ ისინი მინო რაიოლას ასისტენტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, რადგან უშუალოდ მინოსთან საქმე იბრას პერიოდიდან გაუფუჭდათ.

სწორედ, ეს არის მთავარი მოტივი რის გამოც უესლი ხელში არა ბარსამ რომელიც დიდი ხანი ცდილობდა 19 წლის სამხრეთ ამერიკელის გადაბირებას, არამედ ტურინელებმა მოახერხეს.. მოიზ კინთანაც კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება ამ ურთიერთობის დამსახურებაა.

მინოს ჰქონდა იუვესთან რთული პერიოდი პოგბას შემდეგ, მაგრამ ანიელისთან საერთო ენის გამონახვა მაინც მოხერხდა და ახლა იტალიის მოქმედი ჩემპიონები გეგმებს მსოფლიოს ორ ყველაზე გავლენიან აგენტთან – ჟორჟ მენდეშთან და მინო რაიოლასთან აწარმოებენ, რაც ყველა სატრანსფერო სამიზნის წარმადობის ერთგვარი გარანტია.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დაითრიონ და გადავა იუვე სამ ცენტრალურ მცველზე რა პრობლემაა

  2. ტრიდე says:

    გამარჯობათ მეგობრებო დღეს ჩემპიონობა ვიზეიმოთ თუ აიაქს რო გავაგდებთ მერე წარმატება იუვე :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  3. ანონიმური says:

    ერთი სიტყვით მომდევნო სეზონიდან ეს მოთამაშეები დავიმატოთ მანამდე კი ეს ხალხი გავუშვათ
    ხედირა, ბარძალი, კვადრადო, კასერესი და თუ უკეთესით ჩავანაცვლებთ კოშტაც
    მომსვლელებს რაც შეეხება ესენი მინდა ყველაზე მეტად
    დე ლიგტი, კანტე, კროოსი, კიეზა, ჯოაო ფელიქსი, ბარელა ან ტონალი
    ანუ ასეთი იუვე გამოვა

    მეკარეები: შესნი, პერინი, პინსოლიო
    მცველები: კიელინი, ბონუჩი, სანდრო, კანსელო, რუგანი, სპინაცოლა,
    დე შილიო, დე ლიგტი
    ნახევარ მცველები: პიანიჩი, კროოსი, კანტე, მატუიდი, ჩანი, ბენტანკური, ბარელა, ბერნარდესკი, ჯოაო ფელიქსი
    თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, კინი, მანძუკიჩი, კიეზა.

  4. ანონიმური says:

    ეს მართლა მაგარი ინვესტიცია იქნება ყველა პონტში. ამის ფასი მერე კიდე უფრო გაიზრდება და დღესდღეობით თუ თვითონაც აირჩია იუვე, რაღაც სასწაულად კატასტროფული ფასის გადახდაც არ მოგვიწევს. მცველია მაინც და ალბათ 60-70 ლიმონი მაქსიმუმ რაა. ვაფშე ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აწი აქცენტი, თორე ყველა ან უკვე ასაკშია, ან კარიერის პიკში და ეხლავე თუ არ დავიწყო ნლ-ნელა ჩანაცვლებები, ცოტა ხანში მილანი რო დარჩა ბებრების გუნდი 2007-ის მერე ეგრე დაგვემართება))

  5. Giampiero Boniperti araba says:

    რეალურ ბაზარზე დელიხტის გარდა კიელინის ღირსეულ შემცვლელს სხვას ვერავის ვხედავ.ამ ბიჭს აქვს მალდინისეული საფეხბურთო აგრესია, რაც რუგანის აკლია

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »