O Jogo:”იუვენტუსმა პირველი ოფიციალური წინადადება უკვე გააკეთა”

პორტუგალიური გამომცემლობა O Jogo-ს მტკიცებით იუვენტუსმა ბენფიკას უკვე მიმართა ჟოაო ფელიშის თაობაზე ოფიციალური წინადადებით:

ტურინელებმა პორტუგალიელებს 19 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო და მარკო პიაცას სატრანსფერო უფლებები შეთავაზეს.

თუმცა, ბენფიკას მესვეურებმა იტალიელები უარით გაისტუმრეს, რადგან ამ ეტაპზე ფეხბურთელით არაერთი გრანდი ინტერესდება და მათ მეტი თანხის გამომუშავების იმედი გააჩნიათ.

იუვენტუსი საქმიდან არ ეთიშება, უბრალოდ სიტუაციას დეტალურად შეაფასებს, რადგან კულუარული ცნობებით პორტუგალიელთა მიზანი 120 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »