უეფამ იუვენტუსი – აიაქსის მატჩზე მსაჯთა ბრიგადა დანიშნა

უეფამ იუვენტუსი – აიაქსის შეხვედრაზე მსაჯთა ბრიგადა დანიშნა:

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ დაპირისპირებას ფრანგი კლემან ტიურპენი გაუძღვება, რომელსაც დაეხმარებიან ნიკოლა რეინვილე და ფრანსუა ლეტეკსიე. ბენუა ბასტიენი კი მეოთხე მსაჯი იქნება.

საგულისხმოა, რომ ტიურპენს უკვე ნამსაჯი აქვს მიმდინარე სეზონში აიაქსის მატჩი ბაიერნთან.. ფრანგმა არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათები უჩვენა ტომას მიულერს და მაქსიმილიან ვობერუს..

სხვათაშორის სწორედ ის მსაჯობდა აგვისტოში აიაქსის დაპირისპირებას კიევის დინამოსთან, რომელიც ჰოლანდიელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

მიმდინარე გათამაშებაში ტიურპენმა ასევე იმუშავა ინტერი – ტოტენჰემის და რომა – რეალის დაპირისპირებებზე.. პირველი მილანელთა გამარჯვებით, ხოლო მეორე მადრიდელთა წარმატებით დასრულდა.

სხვათაშორის ამ ადამიანს იუვენტუსის მატჩზეც აქვს ნამუშევარი.. ეს ერთხელ მოხდა და ისიც 2017 წლის ოქტომბერში სპორტინგის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    თუ გახსოვთ შარშან დანი ალვეშმა დიბალასნმოუწოდა სანამ დროა დატოვე მაქაურობაო. აი მის მერე აირია ეგეც. სანამ ვინმე ფულს იხდის მაგაში ჯობია გაუშვან

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »