La Stampa-ს შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 7 – იუვენტუსმა ჩაძირვა დაიწყო, მაგრამ ის ერთ-ერთი ვინც ცდილობდა ჰოლანდიურ გემთან ბრძოლას უდაოდ ვოიცეხ შესნი იყო.. მისმა დიდებულმა ასპარეზობამ არ მისცა ამსტერდამულ კლუბს უფრო მეტი გოლის გატანის საშუალება.. დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა გუნდის თამაში დატოვებას, მაგრამ დე ლიგტის დარტყმულზე უძლური აღმოჩნდა.

დე შილიო – 5.5 – კი კარგად დაიწყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა სულ უფრო უჭირდა შეტევაში პარტნიორების დახმარება.. დაცვაში როგორც კი ხარვეზები გაჩნდა, მასაც დამატებითი პრობლემები შეექმნა.

კანსელუ – 64 წუთიდან – 4.5 – საშინელ ფორმაში იმყოფება და გამოვიდა თუ არა მინდორზე სამი წუთის განმავლობაში სწორი გადაცემის გაკეთებაც კი ვერ მოახერხა.. დაცვაში პრაქტიკულად ჰოლანდიელთა ყველა წამოწყებულ შეტევაზე აგვიანებდა ჩასვლას. თითქოს დასვენებული, მაგრამ ამ დროს საკმაოდ გამოფიტული გამოიყურებოდა.

ბონუჩი – 5 – ვერ მოახერხა კიელინის არყოფნაში დაცვისთვის ლიდერული ფუნქციის შესრულება. არეულ ზღვაში ისიც ფსკერისკენ წავიდა..

რუგანი – 5 – პირველი მატჩისგან განსხვავებით ვერ შეძლო პერფორმანსის შესრულება.. გარკვეულ ეპიზოდებში იმის ნაცვლად, რომ უფრო ხისტი იყოს, საკმაოდ რბილად მოქმედებს.. ბევრი პრობლემა შეექმნა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაეხსნა თავი..

ალექს სანდრო – 5 – დაცვაში ბევრი შეცდომა ჰქონდა.. შეტევაშიც არაპროდუქტიული იყო.. დე ლიგტის გოლზე მასაც ეკუთვნის მინუსი, რადგან იმ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი იყო რომელიც ჰოლანდიელს მეურვეობდა.

ემრე ჯანი – 6 – ცდილობს.. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი გუნდის თამაში დატოვებას და პრობლემების გადაჭრას. მიდიოდა წინ და ცდილობდა აიაქსის კომპაქტური ნახევარდაცვის ზონაში მცირე თავისუფალი სივრცე მაინც შეექმნა.

პიანიჩი – 5 – კუთხურიდან თავსზე დაასვა რონალდუს.. მეორე ტაიმში არ მისცა აიაქს სწრაფი კონტრ შეტევის დროს გოლის გატანის საშუალება.. დანარჩენ შემთხვევებში ჰოლანდიელთა შუახაზმა ცოცხლად შეჭამა.

მატუიდი – 6 – ალბათ ერთადერთია, ვინც მეტოქის ტემპს უძლებს.. ყველგან არის სადაც გუნდა დაჭირდა.. არაერთი მნიშვნელოვანი ჩაჭრის განხორციელებაც მოახერხა.

ბერნარდესკი – 4.5 – გამაოგნებელია, მაგრამ ასეთი ფედერიკო ტურინში ჯერ არავის უნახავს. ცდილობდა, მაგრამ ვერც პარტნიორებთან აეწყო, ვერც ინდივიდუალურად.. მეტოქემ მინდვრიდან გააქრო.. გოლის ეპიზოდში თამაშ გარე მდგომარეობა იმიტომ არ დაფიქსირდა, რომ სწორედ ბერნამ ვერ მოახერხა დროულად ამოსვლა..

დიბალა – 5 – მცირეოდენი აფეთქებები, მაგრამ არაფერი სერიოზული.. შესაძლოა მეორე ტაიმი მისი გამხდარიყო ვინ იცის.. მაგრამ ტრავმამ არ მისცა საშუალება.

რონალდუ – 6.5 – თუ იუვეს აქვს იმედი, ამ შეხვედრაში ეს სრულად პორტუგალიელის დამსახურება იყო რომელიც ყველგან იყო.. გოლიც გაიტანა და პარტნიორებსაც დიდ დახმარებას უწევდა.. სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

ალეგრი – 4.5 – დიახ, რონალდუს გოლმა თითქოს ყველაფერი დაამშვიდა, მაგრამ იუვე მალევე გადადის რელსებიდან. აიაქსი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც უკეთ მომზადებული შეხვდა ამ დაპირისპირებას.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. Juventusssss says:

    თამაში აიაქსმა კი არ მოიგო, უფრო იუვემ წააგო, ბერნარდესკი კი არ გააქრეს მოედნიდან, თვითონ არ იყვნენ ფეხბურთელები მონდომებულები, მარტო რონალდოს ქონდა მგონი მონდომება, სხვები კი თითქოს გარედან უყურებდნენ თამაშს… ძალიან გამიცრუეს იმედი

  2. maradona73 says:

    საშველი არაა რა, ფეხბურთის ყურება აღარ მინდა :blin: :vaime:

  3. დავითა says:

    დროა იუვემ პოლიტიკა შეცვალოს და ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე გააკეთოს აქცენტი ბებერი და ჩამოწერილი ,გრანდებიდან გამოგდებული ხალხის ნაცვლადდ . ესააა იუვეს პრობლემა ყველაზე დიდი . სანამ ეს არ შეიცვლება მანამდე იუვე ლიგას ვერ ეღირსება

  4. ანონიმური says:

    მე ვფიქრობ ფსიქოლოგიურმა პრობლემამ დაგვღუპა. მეტოქე არ დავაფასეთ.

  5. ანონიმური says:

    კანსელუმ დიდი როლი შეასრულა იუვეს წაგებაში! ერთი პასი არაფერია იმენა ჩაა…ვა

  6. ანონიმური says:

    Alegris unda konde-0.0

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »